ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის ყოველწლიური ღონისძიება “Tribeca Ball”, ქართველი მხატვრისთვის წარმატებული აღმოჩდა. ტრადიციულ ღონისძიებაზე, აკადემიის სტუდენტების ნაშრომები კოლექციონერებისთვის, გალერისტებისთვის, კრიტიკოსებისთვის იფინება.
“ღონისძიების სხვა მნიშვნელოვან სტუმრებს შორის იყო სტივ უილსონი, სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა სასტუმრო-მუზეუმების ქსელი “21C”, სადაც არტისტების ნაშრომები წარმოდგენილია არა როგორც უბრალოდ დეკორაცია, არამედ როგორც ხელოვნების ნიმუშები. სტივ უილსონმა ჩემი ნამუშევარი “The Beginning” (“დასაწყისი”) შეიძინა, რომელიც სასტუმრო-მუზეუმების ქსელის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდდება.” - ამბობს არტისტი, “ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
სტივ უილსონი თავდაპირველად ჩემი ნახატის კონცეფციით დაინტერესდდა. საუბრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და ნახატი $10 000 -ად შეიძინა. როგორც ამბობენ, იმ დღეს ყველაზე მაღალ ფასად, ჩემი ნახატი გაიყიდა.” - დავით ჯალაღონია.
დავით ჯალაღონიას ამერიკული ცხოვრების დასაწყისს პუბლიკა რამდენიმე თვეა აკვირდება. ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში, განსაკუთრებული სტუდენტის სტატუსით ჩარიცხვის შემდეგ, მას სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და იძულებული გახდა, თანხების მოსაძიებლად საჯარო მიმართვა გაეკეთებინა. პირველი კურსის საფასურის ნაწილი, დავითმა შეგროვებული თანხით დაფარა, ნაწილის დასაფარად კი, როგორც თავად ამბობს, “Tribeca Ball” -ზე გაყიდული ნაშრომის საფასურით დაფარავს.
არტისტმა შემდეგი კურსისთვის, დაფინანსების მოსაპოვებლად, საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრს მიმართა. მისი თქით, პირველ ჯერზე ცენტრმა კანდიდატურის განხილვაზე უარი განაცხადა, რადგან ბაკალავრის დიპლომი არ ჰქონდა. ახლა, როცა ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრატურის სტუდენტია, არტისტი იმედოვნებს, რომ ცენტრი მის კანდიდატურას განიხილავს და დაფინანსებას მოიპოვებს.
Facebook Forum