ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლევან მინდიაშვილის გამოფენა ნიუ იორკში შედგა


ლევან მინდიაშვილი
ლევან მინდიაშვილი

წარმოშობით ქართველი, ახლა ამერიკაში მოღვაწე მხატვრის ნამუშევრები ნიუ იორკში გამოიფინა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:38 0:00
ბმული

ნიუ იორკში მანჰეტენის უბანში, ვესტ ვილიჯში, ცნობილ „ლოდჯის გელერაში“ ქართველმა მხატვარმა ლევან მინდიაშვილმა პირველი პერსონალური გამოფენა გამართა. მის სახელს კარგად იცნობენ გერმანიაში, სადაც მოღვაწეობა დაიწყო, არგენტინაში, ჩილეში, ევროპის კიდევ ბევრ სხვა ქვეყნებში, სადაც არაერთი გამოფენა გამართა და წარმატება მოიპოვა. ნიუ იორკში მას სამხატვრო წრეებში „ამომავალ ვარსკვლავს“ უწოდებენ. მისი ინტერესის სფერო არის ქალაქების არქიტექტურა. მას კონკრეტული შენობების ინსპირაცია ტილოზე გადმოაქვს. მის პირველ პერსონალურ გამოფენას მანჰეტენზე წარმომადგენლები არგენტინის საელჩოდან, საქართველოს კონსული, ნიუ იორკის ჟურნალის „არტ-ფორუმის“ რედაქტორი, ასევე „ნიუ იორკ არტ სინ“-ის გამოცემის წარმომადგენლები დაესწრნენ. შთაბეჭდილებებით ამერიკის ხმის კორესპონდენტი ნიუ იორკიდან თეა თუაშვილი.

შესრულებულია ლევან მინდიაშვილის მიერ
შესრულებულია ლევან მინდიაშვილის მიერ


საქართველო 2003 წელს სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დატოვა. თანაკურსელებთან, ტატო ახალკაციშვილთან, ირაკლი ბუგიანიშილთან და მალხაზ დათაშვილთან ერთად „არტ-ჯგუფი“ შექმნა და გერმანიაში გაემგზავრა. პირველი გამოფენა გერმანიის ქალაქში მანჰაიმში გამართეს. მას მერე ასე დაიწყო - 6 თვე გერმანია, 6 თვე საქართველო. თუმცა ახალგაზრდა მხატვარი, რომელიც მუდმივ ძიებაში იყო, საქართველოში განვითარების გზებს ვეღარ ხედავდა. აღმოაჩინა, რომ საქართველოში ნაკლებად განვითარებული - მულტიმედიის მიმართულება აინტერესებდა. 2008 წელს ასე აღმოჩნდა არგენტინაში, ბუენოს აირესის თანამედროვე ხელოვნების უნივერსიტეტში. არგენტინაში 4 წელი იცხოვრა, სწავლის დასრულებისთანავე დაიწყო მუშაობა კერძო გალერეაში, შემდეგ კი ნიუ იორკში გადმოვიდა. დღემდე გამოფენები გერმანიაში, ჰოლანდიაში, ჩილეში, საქართველოში ჰქონდა. ლევან მინდიაშვილის ინსპირაცია ქალაქების არქიტექტურაა, რომელსაც მისი აზრით გლობალიზაცია ემუქრება.

ლევან მინდიაშვილი ამბობს, რომ როგორც ყველაფერზე სამყაროში გლობალიზაციის გავლენა არქიტექტურაზე იგრძნობა. ბევრი ურბანისტი ამბობს, რომ ქალაქები იდენტობას კარგავს და გლობალური იმიჯი იქმნება.

მისთვის საინტერესო შენობასთან მისვლა და ფოტოს გადაღება სხვადასხვა კუთხიდან ზოგჯერ რამდენჯერმე უწევს. შემდეგ ესკიზს ქმნის. მერე საღებავები, მასალა, ფერები. ასე გარდაისახა მის შემოქმედებაში 20 საუკუნის დასაწყისში მანჰეტენის ცნობილ ავენიუებზე, ბროდვეიზე, „ავენიუ ამერიკაზე“ აშენებული მაღალსართულიანი შენობები.

მხატვარი ამბობს რომ ნიუ იორკის ნამუშევრებში უფრო შავი ფერი ჭარბობს, თითქოს შავი ლაქები გაჩნდა. ძირითადად აინტერესებს მეტაფორა, და არა არქიტექტურული ღირებულება ან შენობის სიძველე. რამდენად აქტუალურია მისთვის და რამდენად კავშირშია მის პირად დამოკიდებულებასთან. მის ნახატებში ყოველთვის არის ტილო, აკრილის საღებავი, ზეთი, ემალის საღებავი, ზოგჯერ ბრინჯის ქაღალდიც.

ლევან მინდიაშვილისთვის საგამოფენო დარბაზში გადმოტანილი მისი ნახატები მას დისტანცირების და სიახლის შეგრძნების საშუალებას აძლევს. აკვირდება როგორც დამთვალიერებელი და ახალ სტიმულს იღებს რათა თავის შემოქმედება ახალ ეტაპზე გადავიდეს. დამთვალიერებლები „ ლოდჯის გალერეაში“ როგორც ნიუ იორკის სამხატვრო წრეებიდან ასევე არგენტინის საელჩოდან, საქართველოს საკონსულოდანაც იყვნენ. კეიზ შვეისტერი გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი და გალერეის დამფუძნებელია.

კეიზის თქმით, ლევანი ამომავალი ვარსკვლავია. მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც ნიუ იორკში და მაიამიში გაიმართა. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა. ეს მიმართულება რომელზეც ლევანი მუშაობს, ნიუ იორკში ძალიან პოპულარულია, თუმცა მისი ნამუშევრები განსხვავებულია მის მიერ გამოყენებული გრაფიკული ელემენტებით და აბსტრაქციით.
ლევან მინდიაშვილის შემოქმედებაზე ორგანიზაცია „რეფაბლიკ ვორლდვაიდის“ დამფუძნებელი ჯეისონ პატრიკიც საუბრობს.
მისი თქმით, ლევანი მან ორი წლის წინ გაიცნო და მის ნამუშევრებს „არტფეარზე „ ყოველთვის ყურადღებას ადევნებდა. ძალიან წარმატებულია. ის ახლახან დაბრუნდა მსოფლიო ტურნედან.
თითქმის ყველა ქალაქში ჰქონდა პერსონალური გამოფენა ნიუ იორკის გარდა.

მეგობრის გამოფენას ნიუ იორკში მოღვაწე მეორე, ასევე საკმაოდ წარმატებული მხატვარი-დიზაინერი უტა ბექაიაც დაესწრო. ახდა თუ არა მათთვის ამერიკული ოცნება. ან იდეა, რომლის განხორციელებასაც წლების წინ თბილისში, ოკეანის გაღმა გეგმავდნენ.

უტა ბექაია ამბობს, რომ ამერიკული ოცნების ასრულება არის ბევრი ფული, რომელიც მას ჯერ არ აქვს, თუმცა ნიუ იორკს აქვს ერთი კარგი თვისება. რასაც აკეთებ დიდი ხანი და წვალობ, უკან შენთვის სასურველი შედეგით მაინც გიბრუნდება.

ნოემბრის თვეში ლევან მინდიაშვილმა გამოფენა თბილისის ხელოვნების მუზეუმში გამართა, რომელსაც „მემკვიდრეობა“ ერქვა. ჩვენთან საუბარში ლევანი ამბობს, რომ მას განახლებული თბილისი შთაგონებას აძლევს, რომ შექმნას ახალი პროექტი, რომელსაც ასე „თბილისი - ძველის და ახლის კონფლიქტი“ ერქმევა.
XS
SM
MD
LG