ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში აგვისტოს ომს იხსენებენ


გუშინ პრეზიდენტი სააკაშვილი გორში, სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:00 0:00
ბმული

დღეს ომის წლისთავს იხსენებენ. სახელმწიფო დროშები დაშვებულია. პრეზიდენტი სააკაშვილი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან, თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან, დევი ჭანკოტაძესთან ერთად დილით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც დაღუპული მეომრების საფლავები გვირგვინით შეამკო.

გუშინ პრეზიდენტი გორში, სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა:

"ყველა დევნილისთვის თანადგომის დღეა დღეს. მათი ბრაზით ყოველი ადამიანია გაბრაზებული მანამ, სანამ არ აღვიდგენთ იმას, რაც დავკარგეთ."

პრემიერ მინისტრი მერაბიშვილი დღეს სოფელ ზემო ნიქოზში მესაზღვრეებს შეხვდა. გორში კი სანთლების საგანგებო აქციისთვის ემზადებიან ცენტრალურ მოედანზე, რომელიც საქართველოს დროშის სახეს მიიღებს და განათდება.
დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ახლობლების უმეტესობა დღეს ეკლესიებში საგანგებო პანაშვიდს დასწრო.
სამგლოვიარო ღონისძიებები დღეს ცხინვალშიც ტარდება, იქ დღეს რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრი, დიმიტრი მედვედევი სტუმრობს, რომელიც დე–ფაქტო პრეზიდენტსაც შეხვდა.
მარინა ქარელმა ომის დროს შვილი დაკარგა. სახლები კომბინატის დასახლებაში 10 აგვისტოს აფეთქდა. ნამსხვრევებში 13 ადამიანი ერთდროულად დაიღუპა. მარინა ქარელი დღესაც იგი სახლში, ერთ ოთახში ცხოვრობს მეუღლესთან და გადარჩენილ, 7 წლის გოგონასთან ერთად, რომელიც 2008 წელს მეზობლებმა ნანგრევებში იპოვეს. მას სახე დაზიანებული აქვს და ქრონიკულ მკურნალობას საჭიროებს. ქარელის ოჯახი სოციალურ შემწეობას იღებს, გარდა ამისა, თიბისი ბანკი მის გოგონას ყოველთვიურად თანხას ურიცხავს.
XS
SM
MD
LG