ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 69 პროცენტით ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება.
გამოკითხულთა 52 პროცენტს კოალიცია "ქართული ოცნება" მათთვის ყველაზე ახლოს მდგარი პოლიტიკური ძალაა, ხოლო 47 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა.
პოლიტიკური ფიგურების შეფასებისას, გამოკითხულების 61 პროცენტი დავით უსუფაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს. ეკა ბესელია და თინა ხიდაშელი 52 და 51 პროცენტით ლიდერობენ. უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს გამოკითხულთა 48 პროცენტი ოპოზიციის ყველაზე ძლიერ კანდიდატად აფასებს.
გამოკითხულთა 10 პროცენტი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მათთვის ყველაზე ახლოს მდგარი პარტიაა. "ქართულ ოცნებასთან" შედარებით ეს 5ჯერ ნაკლები მაჩვენებელია.
ამასთან ერთად, გამოკითხულთა 75 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიციის ყოლა.