ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დროებითი კონსტიტუცია


საპარლამენტო უმრავლესობა დროებითი, რამდენიმე თვიანი ცვლილებების აუცილებლობას მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:06 0:00
ბმული

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოში ისევ იმსჯელებენ. ამჯერად დღის წესრიგში ორი საკთხი დგას. პირველი პარლამენტის კვალვ თბილისში დაბრუნებას ეხება, მეორე კი პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის შესაძლებლობას არსებული კანონმდებლობის თანახმად. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, ახალ მოსულ ძალას მუშაობის შესაძლებლობა უნდა მივცეთ და არ ვთვლი საჭიროდ რაიმე დაბრკოლება შევუქმნა მთავრობის ახალი გუნდის ჩამოყალიბებისასო, მმართველმა გუნდმა და საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს საორგანიზაციო კომისიის სხდომა სწორედ ამ საკითხის შესახებ გამართა. ცვლილებები კონსტიტუციაში დროებით ხასიათს ატარებს, ეს მანამ იქნება ძალაში, სანამ გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შემდგომ უკვე კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევა ძალაში. საპარლამენტო უმრავლესობა დროებითი, რამდენიმე თვიანი ცვლილებების აუცილებლობას მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს. შესაძლოა აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა მას შემდეგ განსაკუთრებით გამოიკვეთა, რაც პრეზიდენტმა ვეტოს უფლება ერთხელ უკვე გამოიყენა, ამნისტიასთან დაკავშირებით, რამაც უმრავლესობაში პრეზიდენტის დაპირებისადმი უნდობლობა წაახალისა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პარლამენტში განხილვებს ესწრება, ჩვენთან საუბრისას ამბობს:

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით დადგენილია, რომ პარლამენტის არჩევიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში და პრეზიდენტის არჩევნებამდე ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტს არ ა აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი, მაგრამ მას აქვს უფლება დააკომპლექტოს თავად მთავრობა, დანიშნოს პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები. ცვლილება გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება დაითხოვოს და დააკომპლექტოს მთავრობა, მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშოს რიგგარეშე არჩევნები. საიას საბოლოო პოზიცია ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ალბათ აქვს როგორც დადებითი მხარეები, ისე მინუსები. ამდენად, განხილვებისთვის განსაზღვრული ეს ერთთვიანი ვადა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია ერთი, რომ არჩვნების შემდგომ ახლადარჩეულ პრეზიდენტს ისედაც შეუმცირდება უფლებამოსილება. კონსტიტუციის ის ვერსია, რაც ამოქმედდება ისედაც გულისხმობს შეკვეცილ და შევიწროვებულ უფლებამოსილებას პრეზიდენტისთვის. ახლა საუბარია რამდენიმე თვის განმავლობაში კონსტიტუციის რა ვერსია იმოქმედებს ქვეყანაში.“

საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენელმა მანანა კობახიძემ განაცხადა:

„ცვლილებების ინიცირება დაკავშირებულია იმ პრობლემებთან, რაც ეხება ხელისუფლების დანაწილებასა და ძალთა ბალანსს, ერთის მხრივ პარლამენტს, მეორეს მხირვ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ვინაიდან 2013 წლის ოქტომბრამდე, ვიდრე ამოქმედდება ის საკონსტიტუციო ნორმები, რაც ჯერ არ მოქმედებს, რაც დააბალანსებდა პრეზიდენტის საქმიანობას, იქმნება პოლიტიკური კრისიზისს საფრთხე. იმისთვის, რომ ეს კრიზისი დაძლეულ იქნას, თუკი ასეთი შეიქმნება და ბალანსი იყოს შენარჩუნებული პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის, აუცილებელია ასეთი ცვლილებების ინიცირება.“

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცვლილებების ინიცირებას კონსტიტუციაში ფუჭ საქმიანობად მიიჩნევენ. აკაკი მინაშვილი ამბობს:

„მე შემიძლია გითხრათ ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ არავითარ ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუცია არ საჭიროებს საერთოდ. ეს არის მათი შოუ, მათი ინსინუაციები იმის ნაცვლად, რომ აკეთონ საკუთარი საქმე.“

რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს კონსტიტუციაში, პროექტის მიხდევით იგეგმება მისი საერთოდ კონსტიტუციის მიღმა დარჩენა. თამარ ჩუგოშვილი, საიას წარმომადგენელი, რომელიც პარლამენტში განხილვების მონაწილეა, ამბობს:

„მეორე ცვლილება გულისხმობს იმას, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი აღარ იქნება განსაზღვრული კონსტიტუციით. აქამდე კონსტიტუციაში ეწერა, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისში. ცვლილებების მიხედვით, ეს აღარ ეწერება და პარლემენტს თავად ექნება საშუალება განსაზღვროს საკუთარი მისამართი. ზოგადად კონსტიტუცია, ის, რომელიც 2010 წელს იქნა მიღებული, შეიცავს გარკვეულ ხარვეზებს და საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებს. კონსტიტუციასთან დაკავშირებით სერიოზული სამუშაოა საწარმოებელი და მართლაც, ქართული საზოგადოება უნდა შეჯერდეს კონსტიტუციის ისეთ ვერსიაზე, რომელშიც ცვლილებების შეტანა ასეთი ინტენსივობით არ იქნება საჭირო.“

სანამ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება, ერთი თვის ვადაში ის საზოგადოების მსჯელობის საგნად უნდა იქცეს და მისი მხარდაჭერა მოიპოვოს. ამ მიზნით შეხვედრები და განხილვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართება.
XS
SM
MD
LG