ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არაფრის დიდებით არ შევჩერდებით" - გიორგი მარგველაშვილი


რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველო წინსვლას და განვითარებას გააგრძელებს. "არაფრის დიდებით არ შევჩერდებით, არც ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, არც დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით, არც ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით, არც ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზისით", - განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

მან დამსწრეებს შეახსენა, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, საქართველოს არ უნდა "ეშინოდეს სიტყვების", რომელიც სიმართლეს პირდაპირ ასახავს. პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის მიუღებელია "აგრესორთან ენის მოჩლექით ლაპარაკი". მარგველაშვილის განცხადებით, ომი საქართველოს წინააღმდეგ ბევრად ადრე, 1992-93 წლებში დაიწყო. "ეს არის აგრესია, ეს არის ოკუპაცია და ეს არის საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევა" - განაცხადა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG