ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში კომენდანტის საათი გაუქმდა


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან, 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, კომენდანტის საათიც გაუქმდა, რომელიც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 31 მარტის 21 საათიდან მოქმედებდა. მთავრობამ პარლამენტის თანხმობით ასევე გააუქმა გარკვეული შეზღუდვები, რიგი შეზღუდვები კი ისევ ძალაშია - ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

სერვერის შეცდომა

Oops, as you can see, this is not what we wanted to show you! This URL has been sent to our support web team to the can look into it immediately. Our apologies.

Please use Search above to see if you can find it elsewhere


„პარლამენტმა მიიღო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც, დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე. დღეიდან, დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის ვაჭრობის ობიექტებში. ასევე, კვლავ სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა.“ - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანი.

კარანტინი გაუქმებულია ყველაზე ცხელ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა საკარანტინო ზონებად რჩება სოფლები მუშევანი და გეტა, სადაც აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები ისევ მიმდინარეობს. ასევე, საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

ავტომობილებში გაუქმდა სამკაციანი შეზღუდვა და დარჩა მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. ტაქსის მძღოლები ასევე ვალდებული არიან, პირბადე.გამოიყენონ.

გაუქმდა შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ისინი მაღალი რისკის კატეგორიის ჯგუფში, რჩებიან, მთავრობა მათ ისევ მიმართავს რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ქუჩაში არ გავიდნენ.

საგანგებო მდგომარეობასთან ერთად მოიხსნა შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.

XS
SM
MD
LG