ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიაში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ეჭვი რუსული "ტროლების ფერმებზე" აქვთ


ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერის ოფისმა 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ ონლაინ გავრცელებული „მიზანმიმართული დეზინფორმაცია“ შეერთებულ შტატებში დაგეგმილი 5 ნოემბრის არჩევნების შესახებ, სავარაუდოდ „უთანხმოების და ქაოსის დასათესი უცხოური ჩარევის“ შედეგი იყო.

ოფისმა, რომელიც დეზინფორმაციის წყაროს დასადგენად შტატის და ფედერალურ ოფიციალურ პირებთან ერთად მუშაობს, X-ის მფლობელ მილიარდერ ილონ მასკს და სოციალური მედიის სხვა კომპანიებს ამ მასალების წაშლა დაჟინებით მოსთხოვა. ოფისი აცხადებს, რომ ინფორმაცია სავარაუდოდ „რუსული ტროლების ფერმის“ პროდუქტია.

ჯორჯია ერთერთია იმ შვიდი შტატიდან, სადაც გამოკითხვების თანახმად, დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსა და რესპუბლიკელ ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს შორის დაძაბული საარჩევნო დაპირისპირება იქნება.

ამერიკულმა სააგენტოებმა გამოაცხადეს, რომ რუსეთის მიზანია არჩევნების წინ მხარეების დამაპირისპირებელი სიუჟეტები განავითაროს და გააღრმავოს. რუსეთმა ეს ბრალდება უარყო.

„დღეს ჩვენმა ოფისმა შეიტყო ვიდეოს შესახებ, რომელიც თითქოსდა აჩვენებს ჯორჯიის შტატის პირადობის მოწმობების მქონე ჰაიტელ იმიგრანტს, რომელიც აცხადებს, რომ ხმა მრავლჯერადად მისცა... ეს სიცრუეა და იმ მიზანმიმართღული დეზინფორმაციის მაგალითია, რომელიც ამ არჩევნების დროს ვიხილეთ. ეს სავარაუდოდ უცხოური ჩარევაა, რომლითაც არჩევნების დღეს უთანხმოებისა და ქაოსის დათესვას ცდილობენ“, - ნათქვამია ოფიფის განცხადებაში.

ამერიკის არჩევნებში ერთზე მეტი ხმის მიცემა უკანონო ქმედებას წარმოადგენს.

შეერთებული შტატების ფედერალურ არჩევნებში არამოქალაქეების მიერ ხმის მიცემა უკანონოა და სახელმწიფო და კერძო შემოწმებებმა ამის ძალიან ცოტა შემთხვევა გამოავლინა. ამის მიუხედავად, რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ირწმუნებოდნენ, რომ შესაძლო იყო ხმა არამოქალაქეთა დიდ რიცხვს მიეცა.

XS
SM
MD
LG