ახალი წიგნი „გაფრთხილება“, პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პროფილია მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა.
წიგნის ავტორმა მისი გამოქვეყნება ანონიმურად არჩია. მწერალი თავს მოიხსენიებს, როგორც „მაღალი თანამდებობის პირს ტრამპის ადმინისტრაციაში“. ავტორი იგივე ადამიანია, რომელმაც გასულ წელს გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსში“ წერილი დაწერა, სადაც საუბრობდა იმაზე, როგორ ცდილობენ ადმინისტრაციის წევრები „იმპულსური“ პრეზიდენტის შეკავებას.
გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ მოპოვებული ასლის მიხედვით, წიგნი პრეზიდენტს „სასტიკს, უუნაროს და საფრთხეს" უწოდებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა წიგნს „ფარსი“ უწოდა და მწერალი მოიხსენია, როგორც „მშიშარა“, რადგან მან ანონიმურობა არჩია.
Facebook Forum