აყრილი ოჯახები, რუსული ვერტმფრენი და უშუქობა კონფლიქტის ზონაში
შიდა ქართლში, ადმინისტრაციულ საზღვართან ვითარება კვლავაც დაძაბული რჩება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებული ღობეების მიღმა დარჩენილი სამი ოჯახი საკუთარი სახლ-კარი დემონტაჟს განაგრძობს. როგორც თავად აცხადებენ, რუსმა მესაზღვრეებმა მათ შესთავაზეს ოსური ან რუსული პასპორტები საკუთარ სახლებში დარჩენის სანაცვლოდ, რაზეც სამივე ოჯახმა უარი თქვა. „შემოგვთავაზეს, სამი ოჯახი დარჩით ჩვენთან, საზღვარს გავავლებთ, უზრუნველყოფილი იქნებით ყველაფრითო. რუსული პასპორტები აიღთო. მაგრამ ჩვენ ისეთი მეზობლები ვართ, არც ერთი არ გავაკეთებდით ამას“,- აცხადებს მერაბ მეკარიშვილი.
დღეს, როგორც დვანში, ისე ნიქოზისა და ერგნეთის მხარეს ადგილობრივებმა რუსული ვერტმფრენი დააფიქსირეს, რომელიც ქართული სოფლების თავზე დაფრინავდა. „ადრე დაძაბული და საომარი ვითარება იყო, მაგრამ ახლა ხომ თითქოს მშვიდობაა? მოჩვენებითი მშვიდობა. მაინც ისმის სროლებისა და აფეთქებების ხმა. დღეს ნიქოზის მხრიდან გადმოფრინდა ვერტმფრენი, გადაიარა ერგნეთზე და გაფრინდა ოსური სოფელი ფრისის მიმართულებით. ხმაური როგორც კი მომესმა, იმ წუთში მივხვდი, რომ აქეთ მოფრინავდა, რადგან განსაკუთრებული ხმა აქვს, როდესაც ერგნეთის თავზე მოფრინავს. გამოვედი და ჩემი თვალით დავინახე, როგორ გადაუფრინა ჩემს სახლს. რაღაცას ხომ უნდა დაადგეს საშველი. ამ ხალხის უსაფრთხოება როდემდე უნდა იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ?“- ამბობს ლია ჩლაჩიძე.
ვერტმფრენის ყოველი გამოჩენა ადგილობრივებისთვის ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ეს იწვევს ასოციაციებს 2008 წლის ომის დროს განცდილ მოვლენებთან. ერგნეთის მკვიდრი ლია ჩლაჩიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რუსული ვერტმფრენის მიერ ქართული საჰაერო სივრცის დარღვევის ეს პირველი შემთხვევა არაა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომეტებული სიხშირით ისმის სროლის ხმები დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ერგნეთის მხარეს მავთულხლართები ნაწილობრივაა გავლებული.
„10 სექტემბერს ორჯერ დაარღვია საჰაერო სივრცე, პირველს უკლდა ოცი წუთი და მეორედ ხუთის ნახევარზე. ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე მიმართულებიდან მოძრავმა ვერტმფრენმა. ვარაუდს იმის შესახებ, თითქოს საჰაერო სივრცე შეეშალა, ან რამე ამდაგვარი, გამოვრიცხავ, ეს იყო მიზანმიმართული გადმოფრენა. რუსების ვერტმფრენია ნამდვილად, რადგან ოსებს ვერტმფრენები არ ჰყავთ. ადრე ისე დაბლა მოფრინავდნენ, პილოტსაც ვხედავდით და ნომერსაც ვკითხულობდით. ახლა ასე დაბლა აღარ ფრენენ, ნომრებს ვეღარ ვარჩევთ,“- ამბობს ლია ჩლაჩიძე და დასძენს, რომ ერგნეთში ელექტროენერგია 6 დღის მანძილზე გათიშულია.
დვანში სამ ოჯახს, მეკარიშვილებს, კორაშვილებსა და მახაჭაშვილებს სახლის დემონტაჟის ვადა ხვალ დილის 11 საათზე ეწურებათ. ამ დროისთვის ისინი თუ შენიშნეს საკუთარი სახლის სიახლოვეს, დააკავებენ და ცხინვალის ციხეში გადაიყვანენ საზღვრის დარღვევის ბრალდებით.
ინო დალაქიშვილი