ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ვეინი ჯაზის ლეგენდა


George Wein, pioneering jazz musician and music producer
George Wein, pioneering jazz musician and music producer

ჯაზ პიანისტს, პროდიუსერს და მრავალი ფესტივალის ორგანიზატორს, ჯორჯ ვეინს ხშირად ჯაზის ლეგენდად მოიხსენიებენ. მისი სახელი უკავშირდება ისეთ ცნობილ ჯაზ ფესტივალს როგორიცაა ნიუ პორტი, რომელსაც 1954 წელს ჩაეყარა საფუძველი.

ჯორჯ ვეინმა დაკვრა 8 წლის ასაკში დაიწყო.ფორტეპიანოზე დაკვრის ნიჭი და ჯაზისადმი დახვეწილი გემოვნება მას ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბდა. ბოსტონის გარეუბნებში დაბადებული ვეინი გასული საუკუნის 30-იან 40-იან წლებში დუკ ელინგტონის, გლენ მილერისა და ქაუნთ ბეისის მუსიკზე გაიზარდა. სკოლის შემდეგ მას ჯარში მოუწია მსახური საიდანაც ის ბოსტონის უნივერსიტეტში დაბრუნდა და სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა ეს პროფესია მხოლოდ მამის პატივისცემის დასტურად აირჩია, რომელიც ასევე ექიმი იყო. სტუდენტობის წლებში კვირაში 7 დღე საღამოობით ჯაზ კლუბებში უკრავდა, ხოლო 1950 წელს სამედიცინო სკოლის დასრულებიდან რამდენიმე თვეში , მან საკუთარი ჯაზ კლუბი გახსნა. კლუბმა მალე სახელი მოიხვეჭა ბოსტონის ელიტა კი კლუბის ხშირი სტუმარი გახდა.

ერთ-ერთ საღამოზე კლუბში მისულმა ჯორჯ ვეინის პროფესორმა ის ნიუ პორტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადმიანს ლუის ლორილარდს და მის მეუღლეს ელეინს წარუდგინა. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა მომავლაში ამ ფესტივალის მფარველი. საუბრისას წყვილმა შესჩივლა ჯორჯ ვეინს, რომ მიუხედავდ იმისა, რომ ნიუ პორტი განთქმული ზღვისპირა კურორტია, სადაც მდიდარი ადამინების ვილები დგას, ზაფხულბით ის ძალზედ მოწყენილია. იქვე ლორილარდებმა ვეინს 20 ათასი დოლარი შესთავაზეს თუ ეს უკანასკნელი ჯაზ მუსიკის საღამოს მოაწყობდა. ასე ჩაეყარა ნიუ პორტის ჯაზ ფესტივალს საფუძველი.

მუსიკოსის განცხადებით, მას არ დაუგეგმავს ის რაც მის ცხოვრების განმავლობაში მოხდა. მაგრამ აქვე დასძინა, რომ ის ბედნიერია იმით ტუ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება.

- ფესტივალის ორგანიზატორობაზე არსოდეს მიფიქრია, არც ღამის კლუბის გახსნა შედიოდა ჩემს გეგმებში, უბრალოდ ყველაფერი თავისთავად მოხდა.

სხვა ფესტივალებიც შეიძლება ითქვას სწერედ ასევე, '"თავისთავად" დაარსდა. 1959 წელს მისი თოსნობით ნიუ პორტის ფოლკლორული მუსიკის ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი. 60 წლებში ამ ჟანრის პოპულარიზაცია სწორედ ჯორჯ ვეინის სახელს უკავშირდება.

კიდევ ერთ შვილობილს ახალი ორლეანის ჯაზისა და მემკვიდრეობის ფესტივალი წარმოადგენს. 40 წლის განმავლობაში ჯორჯ ვეინი ასევე ნიუ იორკის ორ კვირიან ჯაზ ფესტივალსაც მასპინძლობდა.

ახლა ჯორჯ ვეინი 84 წლისაა მაგრამ ამ ასაკშიც ადამინთა გახალისებას და სიამოვნების მინიჭებაზე ზრუნავს.2010 წელს ფესტივალის დღეეებზე მის საპატივცემულოდ ჯორჯ ვეინის დღე დაწესდა. მისი მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით ქალაქში დიდი თანხები შედის და რაც მთავარია, ჯაზის მოყვარულებს ის დღესასწაულებს ჩუქნის.

XS
SM
MD
LG