ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი კეკელიძე ნიუ-იორკში ქართულ ბიბლიოთეკაში ჩავიდა


ქართული ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში
ქართული ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში

2019 წლიდან, ნიუ-იორკში ქართული ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მრავალფეროვანი ფონდით არის წარმოდგენილი. ქუინსში, ფორესტ ჰილის ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნების კუთხე ჯერ კიდევ 2015 წელს გაიხსნა.

მაშინ, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ნიუ-იორკში სამასამდე ქართული გამოცემა, ფილმები და აუდიო ჩანაწერები გამოგზავნა.

22 იანვარს, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა შეხვედრა ნიუ-იორკში, ქუინსის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართა. გიორგი კეკელიძემ, ამერიკულ მხარეს ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული წიგნები გადასცა. ქუინსის ცენტრალური ბიბლიოთეკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ეს პარტნიორობა სარგებელს არა მხოლოდ ქართულენოვან მკითხველს მოუტანს. ნიკ ბურნის თქმით, ინგლისურენოვანი გამოცემები, ქართული კულტურით დაინტერესებულ უცხოელ მკითხველსაც დაეხმარება. მხარეებმა, შეხვედრის ფარგლებში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

მხოლოდ ქუინსში 68 საჯარო ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. ბიბლიოთეკების ამ უდიდეს ქსელში, ჯამში, 2 მილიონზე მეტი მკითხველია დარეგისტრირებული. თავად რაიონი კი, ნიუ-იორკში ერთ-ერთ ყველაზე მულტიკულტურულ დასხლებად მიიჩნევა.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს ვაშინგტონშიც გამართავს. შეხვედრები დაგეგმილია კონგრესის ბიბლიოთეკაშიც. ქართველი ემიგრანტებისა და საქართველოთი დაინტერესებული პირებისთვის, ქართული წიგნის კუთხეები, ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში, უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გახსნილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG