ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენადი იანაევი გარდაიცვალა


მოსკოვში კომუნისტური პარტიის ცნობილი წევრი გენადი იანაევი გარდაიცვალა. იანაევმა ხანმოკლე პოპულარობა 1991 წლის გადატრიალების დროს მოიპოვა, როდესაც პუტჩისტებმა ის საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელად გამოაცხადეს მიხეილ გორბაჩოვის მაგიერ.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სამ დღეში დამთავრდა, მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა. ამ პროცესებმა თავის დროზე საბჭოთა კავშირის სწრაფი დეზინტეგრაცია გამოიწვია.

გენადი იანაევი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 1994 წელს შეწყალებით განთავისუფლდა.

XS
SM
MD
LG