ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავა ერთსქესიანი ქორწინების კანონის შესახებ


მოსამართლეები ცდილობენ გაითვალისწინონ 1996 წელს გამოცემული ფედერალური კანონი

შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ორი დღეა ერთსქესიანი ქორწინების შესახებ განსხვავებულ შეხედულებებს ისმენდნენ. საქმეების განხილვისას მოსამართლეები ცდილობდნენ გაეთვალისწინათ 1996 წელს გამოცემული ფედერალური კანონი, რომლის მიხედვითაც ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორისაა დაშვებული.

ქორწინების დაცვის კანონი ერთსქესიან წყვილებს იმ შეღავათებით სარგებლობას უკრძალავს, რისი უფლებაც ჰეტეროსექსუალ წყვილებს კანონით ენიჭებათ.

ოთხშაბათის სესიაზე კონსერვატორმა მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებამ-არ დაიცვას კონგრესის მიერ დამტკიცებული აღნიშნული კანონი, პრობლემები შექმნა. მათი თქმით, პრეზიდენტის ეს განცხადება ეჭვს იწვევს მის მზადყოფნასთან დაკავშირებით- დაცული იქნას კონგრესის მიერ დამტკიცებული სხვა კანონები.
XS
SM
MD
LG