დღეს, ვაშინგტონში მდებარე კენედის ცენტრში, ქართველი საოპერო ვარსკვლავის, გიორგი გაგნიძის დებიუტი შედგება. ის იაგოს როლს შეასრულებს ჯუზეპე ვერდის ოპერაში "ოტელო".
ქართველი ბარიტონი ვაშინგტონში პარიზის და ბერლინის საოპერო სცენებზე გამოსვლის შემდეგ ჩამოვიდა. გაგნიძის მონაწილეობით, "ოტელოს" წარმოდგენა ვაშინგტონის კენედის ცენტრში 16 ნოემბრამდე გასტანს.
დევიდ ალდენის მიერ დადგმულ "ოტელოს" შეერთებული შტატების დედაქალაქში ვაშინგტონის ეროვნული ოპერა წარმოადგენს. დირიჟორი მაესტრო დენიელ კალეგარი იქნება. ოტელოს როლს რასელ ტომასი შეასრულებს, დეზდემონას კი - ლეა გროსეტო.
Facebook Forum