მუამარ კადაფი კვლავ განაგრძობს ლიბიის მოსახლეობაზე თავდასხმას. უკანასკნელი მონაცემებით, ნატოს ძალებმა კადაფის მომხრეების მიერ მისრატას სანაპიროების დანაღმვის ფაქტი აღკვეთეს. ლიბიაში ნატოს სამხედრო ოპერაციების ხემძღვანელი , ბრიგადის გენერალი რობ ვეიჰილი აცხადებს, რომ ეს ქმედება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კადაფი ყველანაირად უგულვებელყოფს საერთაშორისო სამართალს და მაქსიმალურად ცდილობს შეაჩეროს მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
მისრატას ნავსადგური ერთადერთი გასასვლელია იმ გემებისთვის რომლებსაც დაჭრილები ოპოზიციის მიერ დკავებულ ქალაქ ბენღაზიში გადაჰყავთ, ასევე ჰუმანიტარული დახმარებაც ალყაშემორტყმულ მისრატაში მათთვის სწორედ ამ გზით შედის. ნატო, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზულუციის თანახმად, ლიბიელ მოსახლეობას იცავს კადაფის რეჟიმისგან. შეერთებულ შტატების ელჩმა ლიბიაში ჯინ კრეცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეატაკებების შედეგად საერთო ჯამში 10 დან 30 ათასამდე ადამინი დაიღუპა. მისივე თქმით ტრიპოლიდან და ქვეყნის დასავლეთიადან მიღებული ინფორმაციით მრავალი გვამი ქუჩებსა და სანაპიროებზე დაუმარხავად დევს. მომხდარი კატასტორფის „სრული სურათი გვექნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრძოლები დასრულდება“ აცხადებს ჯინ კრეცი.
როგორც ელჩი აცხადებს, ამერიკა თავის პარტნიორებთან ერთად მზადაა ორ ეტაპიანი პროცესისთვის:
„ პირველი ეს არის მოსახლეობის დაცვა და დახმარება იმ რეგიონებისა, რომლებმაც იზარალეს კადაფის ძალადობებიზ გამო. და მეორე პოლიტიკური, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო კონსენსუსს, რაც ამ ეტაპზე გამყარებულია- კადაფიმ უნდა დატოვოს ქვეყანა.“
ჰუმანიტარული კრიზისი ფონზე, პრეზიდენტმა ობამამ 35-ი მილიონი დოლარის დახმარება აღუთქვა ოპოზიციას და გარადმავალ ეროვნულ საბჭოს, რომელიც არ ითვალისწინებს შეიარაღებას. ელჩმა ჯინ კრეცმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები და კოალიციაური ძლები მზად არიან განიხილონ პოლიტიკური პრეცესები, რომლებიც კონფლიქტის დასრულებისკენ იქნება მიმართული.
გამოსავალი ტრასფორმაციაშია, რომელიც პოლიტიკური პროცესებით მიიღწევა და ხალხი თვითონ აირჩევს თავის მთავრობას. აცხადებს ელჩი.