ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუსის" ახალი ანგარიში


მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვის მაჩვენებლები გაიზარდა

ვაშინგტონში ბაზირებული „ფრიდომ ჰაუსის“ განცხადებით, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში, პრესის თავისუფლების შეზღუდვის მაჩვენებლები გაიზარდა.

„ფრიდომ ჰაუსმა“ გამოსცა ყოველწლიური ანგარიში, რომლის მიხედვითაც 197 ქვეყანას შორის ყველაზე რთული ვითარება ჩრდილოეთ კორეაშია.
პროექტის დირექტორმა კერინ კერიეკარმა "ამერიკის ხმას" განუცხადა, რომ ჩვენ პლანეტაზე თავისუფალ მედიაზე ხელი ექვსი ადამიანიდან მხოლოდ ერთს მიუწვდება.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2013 წელს ირანსა და სირიაში პრესის თავისუფლება უფრო მეტად შეიზღუდა. რაც შეეხება არაბული გაზაფხულის ქვეყნებს, მიუხედავად იმედებისა, ამ რეგიონში პრესის თავისუფლება აშკარად გაუარესდა.

"ფრიდომ ჰაუსის" უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ყველაზე რთული მდგომარეობაა ევრაზიაში. ამ რეგიონში თითქმის არცერთ ქვეყანას არ აქვს თავისუფალი პრესა, რუსეთსა და უკრაინაში კი ჟურნალისტებს კლავენ და ფიზიკურად უსწორდებიან.
XS
SM
MD
LG