ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფრიდომ ჰაუსი" პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე იუწყება


არასამთავრობო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსი” აცხადებს, რომ 2015 წელს პრესის თავისუფლებამ მსოფლიოს მასშტაბით დაიკლო და უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიიღო.

ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთელს მსოფლიოში შვიდიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ სიახლეებზე ინფორმაციის მიღება შეუზღუდავად შეიძლება, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება გარანტირებულია და სადაც მედია საშუალებები სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის ან ეკონომიკური და ლეგალური ზეწოლისგან დაცულია.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ანგარიშის კვლევის დირექტორმა ჯენიფერ დანჰემმა განაცხადა, რომ ავტორიტარული მთავრობები და ტერორისტული ჯგუფები პრესის თავისუფლებაზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენენ.

“ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, 199-დან 50 ქვეყანაში “თავისუფალი პრესა” არ არსებობს. ათ ყველაზე რეპრესირებულ მედია გარემოში კი ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყირიმი, ერითრია, კუბა, ბელარუსი, ეკვატორული გვინეა, ირანი და სირია შედის.

XS
SM
MD
LG