ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შარშან თავისუფლება 72 ქვეყანაში გაუარესდა


ამერიკაში დაფუძნებული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აცხადებს, რომ ავტორიტარული მთავრობების მიერ აგრესიულმა მოქმედებებმა, ტერორისრული აქტების სიხშირემ და გლობალურმა ეკონომიკურმა გამოწვევებმა 2015 წელს მსოფლიოში თავისუფლების ხარისხის შემცირებაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში თაფისუფლების ხარისხი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ეცემა. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში 195 ქვეყანა და 15 ტერიტორიაა შეფასებული. 2015 წელს თავისუფლება 72 ქვეყანაში გაუარესდა, რაც ანგარიშის გამოქვეყნების დაწყებიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი უარყოფითი მაჩვენებელია.

XS
SM
MD
LG