ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგის თავდამსხმელს 700 პოლიციელი ეძებს


საფრანგეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სტრასბურგის შემოგარენში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, სადაც სამშაბათს, საშობაო ბაზრობაზე, შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, პოლიციამ ნეუდორფის უბანი ჩაკეტა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ეჭვმიტანილმა პოლიციას იმ დღეს ცეცხლი გაუხსნა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მიაგნო თუ არა პოლიციამ ეჭვმიტანილ თავდამსხმელს შერიფ შეკატს, ან ატარებდა თუ არა პოლიცია ცალკე რეიდს, სამშაბათის თავდასხმასთან დაკავშირებით.

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელს ამ დრომდე 700-მდე პოლიციელი ეძებს. თავდასხმამდე, 29 წლის შეკატი ეჭვმიტანილი ექსტრემისტების სიაში იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG