ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეცოპერაცია საფრანგეთში


პოლიციამ ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ რეიდები მოაწყო

საფრანგეთის პოლიციამ ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდების დროს 10 ადამიანი დააპატიმრა.

პოლიციის სპეცოპერაცია მარსელსა და ბელგიის საზღვართან მდებარე ქალაქ რუბაში განხორციელდა. ეჭვმიტანილები ისლამურ ვებგვერდებზე ჯიჰადში მონაწილეობის სურვილს ამჟღავნებდნენ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარის გაყოლებაზე მდებარე მოჯაჰედების ბანაკებშიც გადიოდა წვრთნას.

აღნიშნული რეიდები საფრანგეთში მოახლოებულ პრეზიდენტის არჩევნებს დაემთხვა, რომელშიც კონსერვატორი პოლიტიკოსი ნიკოლა სარკოზი სოციალისტ ფრანსუა ჰოლანდს დაუპირისპირდება.

XS
SM
MD
LG