ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერი


სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერად გამოიკვეთა. მან ხმათა 28 პროცენტი მოაგროვა, საფრანგეთის ახლანდელმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კი 27.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართება. პირველ ტურში არჩევნებს 8 კანდიდატი გაეთიშა. მემარჯვენე კაანდიდატმა მარინ ლე პენმა 18 პროცენტი მოიპოვა და მესამე ადგილზე გავიდა. პირველ ტურში მისი გამარჯვება ყველასათვის გასაკვირი იყო. ლე პენის ანტიემიგრანტული განწყობებით ცნობილი პარტია ეროვნული ფრონტი მამამისმა, ჟან-მარი ლე პენმა დააარსა.

ოლანდის განცხადებით, მისი გამარჯვება იმაზე მიუთითებს, რომ საფრანგეთის კონსერვატიული პარტია წარუმატებულ პოლიტიკას აწარმოებდა წინა საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინდელი შედეგების თანახმად, ის ყველაზე ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატია. თუმცა, ოლანდმა მხარდამჭერები მძაფრი პოლიტიკური ბრძოლისთვის შეამზადა.

XS
SM
MD
LG