საფრანგეთის ქალაქ კალეში ლტოლვილების ბანაკის საბოლოო დემონტაჟი დაიწყო. გუშინ საფრანგეთის მთავრობამ ბანაკი დევნილებისგან დაცალა.
თავშესაფრების დასანგრევად მუშებმა მძიმე სამშენებლო ტექნიკა გამოიყენეს. თავშესაფრების ნაწილი, ოთხშაბათს, ლტოვლივების დემონსტრაციის დროს დაიწვა.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, კალეს თავშესაფრების ლტოლვილებისგან დაცლისას დაჭრილი ერთი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ჯამში დაახლოებით 100-მდე მიგრანტი იქნა ევაკუირებული.
მთავრობის ინფორმაციით, კალეს ბანაკების დაშლის შედეგად 4 000-მდე ადამიანი საფრანგეთის მასშტაბით ცენტრებში არიან განაწილებულნი.