ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში გამოძიების ჩატარება ვერ ხერხდება


გაეროს საგამოძიებო მისიას სირიის ხელისუფლება სრულყოფილი მოკვლევის საშუალებას ისევ არ აძლევს

გაეროს საგამოძიებო ჯგუფი და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ მოიპოვონ სამხილი, რომელიც დაადგენს გამოიყენეს თუ არა სირიაში ქიმიური იარაღი. „ამერიკის ხმის“ უფროსი კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა გაესაუბრა ექსპერტს, ჩარლზ დუელფერს, რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის სპეციალისტია. ის ყოფილ საგამოძიებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება იკვლევდა.

არსებობს ვარაუდი, რომ სირია მსოფლიოს უდიდესი ქიმიური იარაღის არსენალს ფლობს, მათ შორის მდოგვის აირს, თანამედროვე მომწამლავ ნივთიერება - ზარინს, ასევე ნეიროტოქსიკურ საშუალებას, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებს შორის ყველაზე მომწამლავია.

ჩარლზ დუელფერი ამბობს, რომ სირიას ქიმიური იარაღის ექვსი საცავი გააჩნია. ის აღნიშნავს რომ ეს საშიში ტენდენციაა.

ჩარლზ დუელფერი: ვინაიდან იქ ახლა ომი მიმდინარეობს, ამ ობიექტების კონტროლი არ ხდება. სავარადოდ ეს საცავები შესაძლოა სხვაგან იყოს გადატანილი, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ გაფანტული ქიმიური იარაღი შეიძლება სხვადასხვა ჯგუფების ხელში აღმოჩნდეს.

ბოლო პერიოდში ბრალდებები და კონტრარგუმენტები ისმოდა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე.

სირიის ხელისუფლებამ ოპოზიცია ზარინის გამოყენებაში დაადანაშაულა. ამავდროულად, ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის ისრაელმა და თურქეთმა განაცხადეს, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მეამბოხეების წინააღმდეგ მცირე მოცულობის ქიმიური იარაღი გამოიყენა.

დუელფერის თქმით, ეს ეჭვი როგორც ჩანს ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო მიზეზის შედეგად დაზარალებულების გამოკვლევის შემდეგ გაჩნდა.

ჩარლზ დუელფერი: იყო რამდენიმე დაზარალებული, რომელიც თურქეთში გამოსაკვლევად ჩაიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი შემოწმება ჩაუტარეს. მათი სიმპტომები ნერვიულ-პარალიზებული ავადმყოფების სიმპტომების ანალოგიურია. არსებობს ნიმუშები, მიწიდან, სასოფლო-სამეურნეო საშუალებებიდან აღებული სინჯებიც. ზარინის ერთ-ერთი უარყოფითი თვისება, არის ის, რომ ძალიან სწრაფად იფანტება. რაც უფრო მეტი დრო გადის, მტკიცება და მტკიცებით ფორმაში საუბარი ამ თემაზე შეიძლება შესუსტდეს.

შეერთებულმა შტატებმა უფრო ფრთხილი პოზიცია აირჩია, და განაცხადა რომ ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე სრული გამოძიების ჩატარებას დაელოდება.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან კი-მუნმა შვედი მეცნიერი აკე სელშტორმი იმ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელად დანიშნა, რომელმაც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი უნდა გამოიძიოს. სელშტორმი გამოცდილი გამომძიებელია, რომელიც გაეროს ერაყის საკითხთან დაკავშირებულ სპეციალურ კომისიას ედგა სათავეში.

თუმცა, დუელფერი ამბობს, რომ სელშტორმს ხელი ეშლება გამოძიებაში, რადგან სირიის ხელისუფლება მას უფლებას არ აძლევს მისთვის საინტერესო ობიექტებზე გავიდეს და სრულყოფილი გამოძიება ჩაატაროს.

ჩარლზ დუელფერი: გაეროს სირიაში თავის საგამოძიებო ჯგუფი უნდა ჰყავდეს მივლენილი. აქ უნდა იყოს რომელიმე მხარის ვალდებულება, თავისი მთავარი ინტერესით, რომ სიმართლე დადგინდეს, თუმცა ამ დრომდე არცერთ მხარეს სიმართლის გარკვევის სურვილი არ გამოუხატავს.

დუელფერი ამბობს, რომ სელშტორმი რთულ სიტუაციაშია.

ჩარლზ დუელფერი: ბევრი რამის მსგავსად, ეს არის ფიზიკის და პოლიტიკის მეცნიერების ინტერესების გადაკვეთა, სადაც სიმართლე პირობითი ცნებაა. ასე რომ, ანგარიშის წარმოდგენა და მისი ნდობა მოლაპარაკების საგანია, ასევე პოლიტიკოსებმა უნდა მოილაპარაკონ იმაზეც, რომ მას ობიექტების შემოწმების საშუალება მიეცეს. გენერალურმა მდივანმა პან კი მუნმა თავის შეუვალობა უნდა შეინარჩუნოს სირიის ხელისუფლების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან შეზღუდული შემოწმება შეიძლება უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე საერთოდ არანაირი შემოწმება.

ამას გარდა დუელფერი ამბობს, რომ სელშტორმის გაეროს მანდატი არ ითვალისწინებს იმის დადგენას, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი.

ჩარლზ დუელფერი: ეს ბევრად უფრო რთული, და ასევე პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია თუ ვინ გამოიყენა იარაღი. ეს შეიძლება ურთულესიც იყოს. თუმცა, როგორც ტექნიკური საკითხების ექსპერტი, მისი მისიაა გაირკვეს, მოხდა თუ არა რეალურად ქიმიური ნივთიერებების გამოყენება.
ამჟამად, სელშტორმი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციას თავს სირიის გარეთ უყრის, ვიდრე ის და მისი ჯგუფი სირიაში შესასვლელად დამასკოს ნებართვას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG