600-ზე მეტი მეხანძრე კვლავ აგრძელებს ბრძოლას მასშტაბურ ხანძართან საბერძნეთის კუნძულ ევიაზე. ხანძარმა გაანადგურა ფიჭვების ტყე და კუნძულის ინფრასტრუქტურა. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაციაც.
ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულზე, ხანძარი რამდენიმე დღის განმავლობაში უკონტროლოდ იყო მიტოვებული, რამაც მოხალისე მეხანძრისა და ერთ-ერთი ოფიციალური პირის სიკვდილი გამოიწვია.
საბერძნეთის დასახმარებლად მეხანძრეები და სახანძრო ვერტმფრენები გაუშვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ.
საბერძნეთს ეხმარება ევროკავშირიც. მათ 1 000 მეხანძრე და 9 თვითმფრინავი გაგზავნეს ხანძართან საბრძოლველად. ეკონომიკური ბლოკი სტიქიით დაზარალებულ სხვა ქვეყნებსაც უწევს დახმარებას. მათ შორის, თურქეთსა და იტალიას.
რეკორდულად მაღალი სიცხის გამო გამოწვეულმა ხანძრებმა, საბერძნეთთან ერთად დააზარალა თურქეთი, იტალია, ესპანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი და ლიბანი.
მიუხედავად სრული მობილიზებისა, საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ ისევ ვერ ხერხდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიტსოტაკისმა, კი ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მთავრობას არ ჰქონდა შესაბამისი სტრატეგია ხანძრებთან გასამკლავებლად.
პრემიერმა საბერძნეთში არსებულ სიტუაციაში მთავარ ფაქტორად "უპრეცენდენტო სიცხე" დაასახელა და თქვა, რომ ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი ცეცხლის კერა გაჩნდა.
Facebook Forum