ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფერგიუსონი ერთი წლის შემდეგ


ფერგიუსონი ისევ მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა, ფერგიუსონის მკვიდრები კი აცხადებენ, რომ მედიამ მათი თემი არასწორად წარმოაჩინა

შარშან მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი თინეიჯერის მკვლელობამ მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ ფერგიუსონი ისევ მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.

დღეს ფერგიუსონის მკვიდრები თანხმდებიან, რომ მედიამ მათი თემი არასწორად წარმოაჩინა. „ისე წარმოაჩინეს თითქოს ყველა ქაოსის მომხრეა, თითქოს ყველა მანიაკივით იქცევა, ყველა იარაღს ისვრის, მაგრამ არავინ საუბრობს დადებით მოვლენებზე,“ ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იგივე აზრზეა ადგილობრივი კენეტ ვითი, რომლის თქმითაც საპროტესტო აქციებმა დიდი ყურადღება მიიპყრო.

„წივილ-კივილი, გინება, ხალხის ჯიკავი - ეს ამერიკის უმეტესობას ნანახი არ ჰქონდა, და მსოფლიოს დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდით. მეუბნებოდნენ, რომ ძია თომა ვარ, მაშინ გადაწყვეტილება მივიღე.“

ვითმა მისი მეგობრების და მეზობლების რეპუტაციის დაცვა გადაწყვიტა და ადგილობრივ მაღაზიაში „მე მიყვარს ფერგიუსონი“ მოხალისეობა დაიწყო.

ვითის თქმით ის მარტო არ არის და კმაყოფილია იმის ნახვით, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში ადგილობრივები უფრო ჩართულები გახდნენ.

ჯაკლინ დეჰმერი კიდევ ერთი მოხალისეა. ის ვითთან და კიდევ 23 მოხალისესთან ერთად პოლიციის განყოფილებასთან ახლოს ადგილობრივ მაღაზიაში მუშაობს. მაღაზია გაყიდვებით მიღებულ მოგებას ადგილობრივ თემს ურიცხავს, ჯაკლინის თქმით ეს თანხა შარშან საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულ ბიზნესებს ეხმარება.

„მე მოხალისე ვარ, იმიტომ რომ მინდა ხალხმა იცოდეს ფერგიუსონის შესახებ, რომ ჩვენ მეგობრული თემი ვართ და არა მოძალადეები როგორებადაც წარმოგვაჩინეს.“

მიუხედავად ამ დადებითი ცვლილებისა, რომელზეც ადგილობრივები საუბრობენ, მაიკლ ბრაუნის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ ფერგიუსონის ქუჩები საპროტესტო აქციებით ისევ მედიის ყურადღების ცენტრშია.

XS
SM
MD
LG