ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პრაღაში რუსი ჰაკერი დააკავა


გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩეხეთის პოლიციასთან თანამშრომლობით, პრაღაში რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც შეერთებული შტატების წინააღმდეგ კიბერ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

გასულ კვირას ობამას ადმინისტრაციამ რუსეთის მთავრობა ოფიციალურად დაადანაშაულა ამერიკულ ინსტიტუტებზე კიბერ თავდასხმებში, რომელთა მიზანიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენაა.

სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ აქვს თუ არა რაიმე კავშირი დღეს დაკავებულ ეჭვმიტანილს ამერიკის საარჩევნო სისტემაზე ჰაკერულ თავდასხმასთან.

პრაღის პოლიცია აცხადებს, რომ ჩეხეთის სასამართლო მოგვიანებით გადაწყვეტს მოხდება თუ არა დაკავებულის ამერიკაში ექსტრადირება იმ ვადებში, რომლებშიც ამას შეერთებული შტატები ითხოვს.

XS
SM
MD
LG