ხელოვნურ ინტელექტს, სახის სკანირებას და მონაცემების სხვა დიდ სისტემებს, ჩინეთი საკუთარ ტერიტორიაზე ახალ იარაღად იმისთვის გარდაქმნის, რომ “კომუნისტური პარტიის” მმართველობის და კონტროლის სისტემები გააძლიეროს.
“კომუნისტური პარტიის” თვალთვალის მეთოდები და ტექნოლოგიის მზარდი გამოყენება საინტერესო კონტრასტს ქმნის „ფეისბუქის“ მონაცემთა ბაზის მანიპულაციის და გადინების თაობაზე ამჟამად აგორებულ სკანდალთან. ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ სკანდალი და მისი შედეგები, დიდ გავლენას ჩინეთს თვალთვალის მექანიზმებს, ქვეყნის გარეთ, შეუზღუდავს.
ჩინეთში სახის სკანირებას და ხელოვნურ ინტელექტს უკვე იყენებენ იმისთვის, რომ ქუჩის არასწორ ადგილზე გადაკვეთის შემთხვევები აღკვეთონ და საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, პიროვნების მიერ გამოყენებული ტუალეტის ქაღალდის რაოდენობა გააკონტროლონ.
ჩინეთს ახლა საშუალება აქვს თვალყური ადევნოს ბიზნეს და პოლიტიკურ საქმიანობას ბევრ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩინურ ტექნოლოგიურ პლატფორმებს, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობას, გადახდის სისტემებს, ინტერნეტის პროგრამებს და საინჟინრო სტანდარტებს იყენებს.
Facebook Forum