ორ საათზე მეტია, აშშ-ის აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე, სოციალური ქსელი “ფეისბუკი” შეზღუდვებით მუშაობს. მილიონობით მომხმარებელი ამ დრომდე ვერ ახერხებს პლატფორმის სრულყოფილად გამოყენებას.
არსებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი პრობლემა “ნიუს ფიდთან” დაკავშირებით ფიქსირდება. მომხმარებლები პოსტების გაზიარებას და კომენტარების გაკეთებას ვერ ახერხებენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი სოციალურ ქსელზე წვდომას სრულად შეუძლებელია.
"დაუნდეტექტორის" მონაცემებით, ძირითადად შეზღუდვები კალიფორნიაში, ნიუ-იორკში და ვაშინგტონში ფიქსირდება.
სოციალურ ქსელი, ამ დროისთვის, გაუმართავად მუშაობს ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც.
ხარვეზების შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა.
Facebook Forum