ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსტრემალური თამაში: “ნოვაია გაზეტას” საქმე


ექსტრემალური თამაში: “ნოვაია გაზეტას” საქმე
ექსტრემალური თამაში: “ნოვაია გაზეტას” საქმე

ამბავი „ნოვაია გაზეტას” დახურვის შესახებ, არც მეტი არც ნაკლები ჭორი აღმოჩნდა. თუმცა, ჭორს რეალური საფუძველი ჰქონდა.

რუსეთში თავისუფალი მედიის შევიწროვების მცდელობა, ამერიკის ხმის რუსულ რედაქციას უყურადღებოდ არ დაუტოვებია.

მოსკოვის ტაგანკის სასამართლომ „ნოვაია გაზეტას” საჩივარი, რუსეთის კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასკომუნიკაციების კონტროლის ფედერალური სამსახურის გაფრთხილების მიღებასთან დაკავშირებით გადადო. გაფრთხილება გაზეთმა ექსტრემალური მასალის გამოქვეყნების გამო მიიღო. ოპოზიციური მრწამსის მქონე გაზეთისთვის ეს პირველი გაფრთხილება იყო. კანონის მიხედვით, მეორე გაფრთხილების შემდეგ გაზეთი იხურება. პირველი გაფრთხილების არსებობა შესაძლოა ფეხბურთში ყვითელი ბარათის ამოღებას შევადაროთ. მისი მიღების შემდეგ, მასობრივი ინფორმაციის საშუალება შეცდომის უფლებას კარგავს. თუმცა ფეხბურთისგან განსხვავებით, მედიას არბიტრთან კამათის უფლება აქვს. „ნოვაია გაზეტამ” ტაგანკის სასამართლოს მიმართა, მაგრამ წააგო, თუმცა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში საკასაციო საჩივარი სასწრაფოდ გაგზავნა.

და მაინც, რა იყო გაზეთისთვის წაყენებული მთავარი ბრალდება?

გაფრთხილება რუსეთის კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასკომუნიკაციების კონტროლის ფედერალური სამსახურისგან გაზეთმა სტატიის გამოქვეყნების გამო მიიღო. სტატია სახელად - „დაჯგუფება, სააგენტო, პარტია. ვინ არიან ლეგალური ნაციონალისტები” - ნეონაცისტებს ეძღვნებოდათ, რომლებიც გაზეთის აზრით, ადვოკატ სტანისლავ მარკელოვისა და ჟურნალისტ ანასტასია ბაბუროვას მკვლელობის უკან იდგნენ. ტექსტში მოყვანილი იყო ნეონაცისტების ციტატები, მათი ფოტოები შესაბამის ატრიბუტებთან ერთად. გაზეთის მკითხველებს შორის ნაციონალისტური იდეების პროპაგანდამ უკმაყოფილება გამოიწვია.

ჩვენებურად კომუნიკაციების მარეგულირებელი საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე მიხეილ ვორობიოვმა, ამერიკის ხმის რუსულ რედაქციასთან საუბარში განმარტა გაფრთხილების გამოტანის მიზეზი განმარტა:

„ციტატების შინაარსი მიმართულია სოციალური, რასობრივი და ნაციონალური ღვარძლის გასაღვივებლად. გარდა ამისა, სტატიის გაფორმებისას, ავტორებმა გაზეთის ფურცლებზე ციტატები ისე განალაგეს, რომ მათ დამოუკიდებელი მნიშვნელობა მიეცათ, რაც სტატიის შინაარს ცილდებოდა კიდეც. მოკლედ რომ ვთქვათ, გაზეთმა ნაციონალისტური ხასიათის ინფორამციის გავრცელებას შეუწყო ხელი.”

გუშინ „ნოვაია გაზეტამ” სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, სახელწოდებით -„ნოვაია გაზეტა" გაფრთხილებთ, ვერ მოესწრებით”. სტატია კომუნიკაციების მარეგულირებელი საბჭოს პასუხად დაიწერა.

სტატიაში ნათქვამია: „გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ჩვენ ვვარაუდობდით, რომ დახურავდნენ ვებ გვერდ „რუსკი ობრაზს” (ნაციობალისტურ ორგანიზაციას, რომლის ტექსტების ციტირებაც ხდებოდა სტატიაში) და მის დამფუძნებლებს ექტრემიზმის გამო გაასამართლებდნენ. აღმოჩნდა, რომ მთავრობას ექსტემიზმში გაზეთის დადანაშაულება უფრო აწყობდა, ვიდრე ნამდვილ ნაცისტებთან ბრძოლა. თან აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასკომუნიკაციების კონტროლის ფედერალური სამსახურის მხრიდან, რომელიც ქვეყნის კავშირისა და მასკომუნიკაციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია პირველი დემარში არ არის გაზეთის მიმართ. ასეთივე შემთხვევა ქონდა „ნოვაია გაზეტას” პეტერბურგულ გამოცემას, მაგრამ სასამართლოში სამთავრობო ცენზორი დამარცხდა.

მთავარი შეკითხვა მდგომარეობს იმაში, როგორ პირობებშია დასაშვები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ექსტრემისტული მასალების ციტირება, ექსტრემისტების ჩვენება და როგორში არა. ამ საკითხზე ამერიკის ხმის რუსული რედაქციის კორესპონდენტი ვასილი ვლოვი ანდრეი რიხტერს ესაუბრა, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ინფორმაციული სამართლის პრობლემების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი და ეროვნული მასმედიის ისტორიისა და სამართლებრივი რეგულირების კათედრის გამგეა.

რუსეთის კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასკომუნიკაციების კონტროლის ფედერალური სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდებების კანონიერებაზე ანდრეი რიხტერმა აღნიშნა:

„ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში დაწესებულება გადამეტებულად ფორმალურად უდგება კანონის მოთხოვნებს. კანონის, რომელიც უზენაესი სასამართლოს სხდომის მიერ 15 ივნისს დადგინდა, აზრი მდგომარეობს იმაში, რომ აუცილებელია გაზეთში განთავსებული მასალის შინაარსის გათვალისწინება. თუ შინაარსი არის სტატია, რომელიც თავისი არსებით ექსტრემალური არ არის და მხოლოდ პრობლემას იკვლევს, მაშინ ილუსტრაცია, თუ ის უბრალოდ სტატიის დამატებაა, არ შეიძლება განცალკევებულად განიხილებოდეს როგორც მასობრივი ინფორმაციის ბოროტად გამოყენების იარაღი.”

ექსპერტი ანდრეი რიხტერი მიიჩნევს, რომ რუსეთის კავშირის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასკომუნიკაციების კონტროლის ფედერალური სამსახური ვალდებულია უზენაესი სასამართლოს მიერ არსებული დადგენილება გაითვალისწინოს.

ექსტრემალური თამაში „ნოვაია გაზეტასთვის” ყვითელი ბარათით დასრულდა. თუმცა, არ არის გამორიცხული და ამას რუსეთში თავისუფალი მედიის შევიწროვების არაერთი ფაქტი მოწმობს, რომ „არბიტრებმა” თამაში წითელი ბარათის გაცემით დაასრულონ.

XS
SM
MD
LG