ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგზიტპოლი შინზო აბეს გამარჯვებას წინასწარმეტყველებს


პრემიერი შინზო აბე (მარჯვნივ) და ვიცე-პრეზიდენტი მასაჰიკო კომურა
პრემიერი შინზო აბე (მარჯვნივ) და ვიცე-პრეზიდენტი მასაჰიკო კომურა

იაპონური პრესა იუწყება, რომ კოალიცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" ხელმძღვანელობს, პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში იმარჯვებს. კოალიციამ, შესაძლოა, ხმათა 2/3-იანი სუპერ-უმრავლესობაც კი შეინარჩუნოს.

ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება იმის წინაპირობაა, რომ შინზო აბეს "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარედ მესამე სამწლიანი ვადით აირჩევენ. ის იაპონიას 2012 წლიდან მართავს და აქვს შანსი, ქვეყნის სათავეში ყოფნის რეკორდი დაამყაროს.

პრემიერმა აბემ სექტემბერში პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საზოგადოება მხარს უჭერს აბეს საგარეო პოლიტიკას, რაც ჩრდილოეთი კორეის მიმართ სიმკაცრეს და შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობებს, მათ შორის, მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას გულისხმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG