ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკეინი: ჰეგელს თავდაცვის მდივნად დაამტკიცებენ


ჯონ მაკეინი, ჰეგელის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, აცხადებს, რომ მას თავდაცვის მდივნად სენატი მაინც დაამტკიცებს

სენატის რესპუბლიკელებმა გასულ კვირას თავდაცვის მდივნის პოსტზე პრეზიდენტ ობამას რჩეულის, ჩაკ ჰეგელის კანდიდატურის კენჭისყრა წარმატებით დაბლოკეს. თუმცა, გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ მაკეინი, რომელიც ნომინანტის წინააღმდეგ ერთ-ერთი წამყვანი ხმაა, აცხადებს, რომ სენატის მუშაობის განახლებისთანავე ჰეგელის კანდიდატურა მაინც დამტკიცდება:

"მას დაამტკიცებენ. კენჭისყრა სენატის სხდომის რეზიუმირებისთანავე გაიმართება და ვფიქრობ, ის შეძლებს საკმარისი ხმების მოგროვებას, რათა თავდაცვის მდივანი გახდეს".

ტელეკომპანია "ენ-ბი-სისთვის" მიცემულ ინტერვიუში მაკეინმა არ მიიღო თეთრი სახლის კრიტიკა, რომელიც რესპუბლიკელებს დამტკიცების პროცესის გაჭიანურებაში და დროის დაკარგვაში ადანაშაულებდა. სენატორის თქმით, კანონმდებლებს მოსაფიქრებლად მეტი დრო ეკუთვნით. თუმცა, ის კენჭისყრის შემდგომი გაჭიანურების წინააღმდეგია. მაკეინი აცხადებს, რომ ჩაკ ჰეგელს თავდაცვის მდივნობისთვის საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნია და ამიტომ მას საბოლოო კენჭისყრაზე ხმას არ მისცემს.
XS
SM
MD
LG