ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში არჩევნებია


არჩევნებში უკრაინის 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს

უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც წარმატებას პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიას უწინასწარმეტყველებენ.

არჩევნებში უკრაინის 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. უკრაინის 450 კაციან პარლამენტში ნახევარი მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატები იქნებიან.

უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი, იულია ტიმოშენკო შვიდწლიან სასჯელს იხდის თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო. ოპოზიციურ ფლაგნგზე მისი პარტიის მეტოქე კრივში მსოფლიოს ჩემპიონის, ვიტალი კლიჩკოს პარტია იქნება.
XS
SM
MD
LG