ევროპელები ამერიკული საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებს ყურადღებით აკვირდებიან. რა განწყობები აქვთ ევროპაში ამერიკურლი არჩევნების მიმართ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, ალ პესინი ლონდონიდან არკვევდა.
მართალია, ევროპელები ამერიკულ არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუმცა, მათთვის მნიშვნელოვანია ამ არჩევნების შედეგი - ეკონომიკური საკითხებითა და ავღანეთის კამპანიით დაწყებული ევროპის მომავლით დასრულებული.
ორივე მეტოქეს, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ შეერთებული შტატების მართვაზე, განსახვავებული მოსაზრებები და პოზიციები აქვთ.
„ვფიქრობ, პრეზიდენტს უნდა რომ ჩვენ ევროპული სტილის კეთილდღეობა გვქონდეს. ამ მოდელს მსოფლიოში არსად არ უმუშავია,“ - განაცხადა მიტ რომნიმ.
„თითოეული ნაბიჯი მიუთითებს რომ ევროპა კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციის გზით მიდის, ვიდრე დაშლის და არსებული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია, რაც მიუთითებს ევროპული ეკონომიკის სიძლიერეზე,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.
ლონდონის ჩეთემ ჰაუსის ანალიტიკოსი, ქსენია დორმანდი ამბობს, რომ კანდიდატებს შორის არსებული განსხვავება ადვილი დასანახია.
„რომნი საუბრობს ძლიერი, განსაკუთრებული და ლიდერი ამერიკის შესახებ. ასევე, ახსენებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ეს ყველაფერი კი ევროპელებში ცოტა არ იყოს ნერვიულობას იწვევს. ობამას კი, ევროპული სტილის ლიდერს ვუწოდებდი. ის მოწოდებულია კონსენსუსისკენ. მას სურს მრავალმხრივ ინსტიტუტებთან ერთად მუშაობა და თანამშრომლობა, რაც ძალიან ეხმარება ევროპულ მოწყობას.“
დორმანდი თვლის, რომ ამ განსხვავებას პრაქტიკული შედეგი აქვს ევროპელთა განწყობაზე. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ევროპელთა 75 პროცენტს ამერიკის პრეზიდენტად სწორედ ბარაკ ობამა სურს. დორმანდი თვლის, რომ ეს ევროპელ ლიდერებს ობამასთან ურთიერთობას უფრო გაუადვილებს, ვიდრე რომნისთან.
კინგის კოლეჯის ანალიტიკოსი, ჯეიმს ბოისი ამბობს, რომ ეს მართალია, რადგან რომნი რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთამ მკაცრი პოზიციის დაკავებას ცდილობს.
„ადვილი სათქმელია, რომ სხვაგვარად გააკეთებ საქმეს. ისტორიამ იცის, რომ დიდ სხვაობა ჩნდება ხოლმე, კამპანიის დროს გაკეთებულ დაპირებას და პოსტზე არჩევის შემდეგ გადადმულ ნაბიჯებს შორის. არჩევნების დროს ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე ერთგვარი პაუზაა და ჩვენ, ევროპელებს გვაფიქრებს, თუ როგორი იქნება ახალი ადმინისტრაცია,“ - ამბობს ჯეიმს ბოისი.
სამშაბათს ღამე ამერიკელთა არჩევანის შედეგი ცნობილი გახდება. ევროპელები ამ შედეგის შესახებ უკვე ოთხშაბათს დილით გაიგებენ.