ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლო ტერაქტები ევროპის მაშტაბით


შესაძლო ტერაქტები ევროპის მაშტაბით
შესაძლო ტერაქტები ევროპის მაშტაბით

შვედეთი და იაპონია გუშინ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუერთდნენ და მოქალაქეები გააფრთხილეს შესაძლო ტერაქტების შესახებ ევროპის მაშტაბით. გაფრთხილება მოსდევს ალ ყაიდასა და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ შესძლო ტერორისტული აქტის განხორციელების შესაძლებლობას.

პარიზში უსაფრთხოების სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშ არის აყვანილი. თუმცა ტურისტები შეშფოთებულები მაინც არ არიან მთავრობის ბოლო გაფრთხილებებთან დაკავშრებით, მათ შორის ვიზიტორები იაპონიიდან და ამერიკიდან.

ტურისტი 1: „ტერორიზმზე არ ვფიქრობ, დანამდვილებით გეუბნებით ამას“.

ტურისტი 2: „ტერორისტების შესახებ არაფერი ვიცი“.

ტურისტი 3: „იაპონია მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა. საფრანგეთში ჩამოვედით და ახლა ამ საშიშროების შესახებ გვესმის. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხე რეალურად არ გვინახავს“.

ტურისტი 4: „რა თქმა უნდა ტერორისტებზე სულ ვფიქრობთ, მაგრამ არ მგონია, რომ მათი მხრიდან მომავალი საფრთხე შემაკავებს და რაიმეზე უარს მათქმევინებს. პარიზში ნამდვილად საუკეთესო დრო გავატარე და კიდევ დავბრუნდები.“

შვედეთი და იაპონია მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოგზაურობისას ევროპაში ფხიზლად იყვნენ, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას და ტურისტული ადგილების მონახულებისას

დიდი ბრიტანეთის უშიშროების უწყებამ ტერორისტული საფრთხის დონე ქვეყანაში სერიოზულად შეაფასა და მიანიშნა, რომ ტერორისტების მიერ შესაძლოა ტერაქტის განხორციელების საფრთხე საკმაოდ მაღალია.

დიდმა ბრიტანეთმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ტერაქტების განხორციელების საშიშროება მაღალია საფრანგეთსა და გერმანიაში.

მიუხედავად ამისა, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ პირდაპირი ინდიკაცია ამ ეტაპზე არ არსებობდა რომ გერმანიაში ტერორისტები ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.

ვაშინგტონში კი ამერიკელი ოიციალური პირები იმ ამერიკელ მოქალაქეებს აფრთხიელებენ, რომლებიც უკვე ევროპაში არიან.

თეთრი სახლის სპიკერმა რობერტ გიბსმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჩვენ ხალხს კი არ ვაფრთხილებთ, რომ ევროპაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. უბრალოდ ჩვენ ეს ინფორმაცია საზოგადოებამდე მიგვაქვს, რათა გაიზარდოს ცნობადობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ხალხი, ვინც უკვე ევროპაში იმყოფება განგაში ატეხონ საეჭვო ქმედებების დაფიქსირების შემდეგ და რომ მათ სიფხიზლე გამოიჩინონ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფი ჯეი ქროულიმ განაცხადა, რომ ამერიკას სარწმუნო ინფორმაცია ჰქონდა როცა გაფრთხილებას აკეთებდა. თუმცა ქროულიმ დასძინა, რომ კონკრეტული დეტალები არ არსებობდა რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდებოდა ცალკეული ქვეყნების დასახელება, სადაც ამ ტერაქტების განხორციელება ყველაზე რეალური იყო.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპისა და ამერიკის ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები იხილავენ შეიარაღებული თავდამსხმელების მიერ ევროპის ტერიტორიაზე შესაძლო ტერაქტის განხორცელების შესაძლებლობას. ოფიციალური პირების ინფორმაციით ტერორისტები შესაძლოა 2008 წელს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მომხდარი ტერაქტების მსგავს ინციდენტს გეგმავდნენ.

გასულ კვირას დასავლეთ ევროპის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა გამოააშკარავეს გეგმა, რომლის საშუალებით პაკისტანში დისლოცირებული მეამბოხეები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ქალაქების წინააღმდეგ გეგმავდნენ თავდასხმებს.

ამერიკული და ბრიტანული საინფორმაციო წყაროები ახდენენ სწორედ ამ სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებების ციტირებას, რომლებიც აღნიშნავენ, რომ პაკისტანის ჩრდილოდასავლეთის რეგიონში, ცოტა ხნის წინ მეამბოხეებზე მიტანილი იერიში სწორედ აღნიშნული გეგმის განადგურებას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG