ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსულმანები ევროპულ საზოგადოებაში


მუსულმანები ევროპულ საზოგადოებაში
მუსულმანები ევროპულ საზოგადოებაში

საფრანგეთსა და გერმანიაშნი ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ ფრანგებისა და გერმანელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მუსულმანები მათ საზოგადოებაში სათანადოდ ინტეგრირებულები არ არიან. ბევრ ფრანგსა და გერმანელს მიაჩნია, რომ მუსულმანები ევროპულ საზოგადოებას საფრთხეს უქმნიან, იუწყება პარიზიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სააგენტო IFOP-ისა და ფრანგული გაზეთ „ლე მონდის“ ერთობლივი ძალისხმევით ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ტრადიციულად ქრისტიანულ ევროპასა და ევროპაში მცხოვრებ მუსულმან მოსახლეობას შორის დაძაბულობა იზრდება. საფრანგეთსა და გერმანიაში გამოკითხული 1,600 რესპონდენტიდან ორ მესამედზე მეტს მიაჩნია, რომ მუსულმანები საზოგადოებაში სათანადოდ ინტეგრირებულები არ არიან. უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ათი ფრანგიდან და ათი გერმანელიდან ყოველი ოთხი ისლამს საფრთხედ მიიჩნევს.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სააგენტო IFOP-ის დირექტორის მოადგილემ ჟერომ ფურქემ საფრანგეთში ჩატარებულ გამოკითხვასთან დაკავშირებით კერძოდ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასა და საფრანგეთში მცხოვრები მუსულმანები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, გერმანელები და ფრანგები საზოგადოებაში მუსლიმანთა ინტეგრაციას ერთნაირად ნეგატიურად აფასებენ. ფურქემ აგრეთვე აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ იმიგრაციასთან დაკავშირებული დებატები უსაფრთხოებასა და დასაქმების საკითხებს ეხებოდა, მაგრამ ახლა პოლემიკა ეროვნულ იდენტურობას უკავშირდება. განსჯის საგანი ახლა ის გახლავთ უქმნის თუ არა ისლამი საფრთხეს ფრანგულ თუ გერმანულ ეროვნულ იდენტურობას.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ისლამის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა სულ უფრო მკაცრდება მიუხედავად იმისა, რომ მიმდევრების რიცხვის მიხედვით ისალმი ევროპის მეორე რელიგია გახლავთ. საფრანგეთსა და ბელგიაში უკვე მიიღეს კანონი, რომელიც მუსულმანი ქალებისთვის განკუთვნილ პირბადეს კრძალავს. შვეიცარიელებმა კი მეჩეთებზე მინარეტების აშენება აკრძალეს. ამას გარდა მემარჯვენე პოლიტიკურმა მარტიებმა, რომლებიც ანტი-მუსულმანური და ანტი-საიმიგრაციო პოლიტიკის წარმართვას ემხრობიან, ამ ბოლო ხანებში ისეთ ქვეყნებში როგორიც არის შვედეთი და ნიდერლანდები მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწი

ფურქემ აღნიშნა, რომ მის სააგენტოს მსგავსი გამოკითხვის ჩატარება სხვა ევროპულ ქვეყნებშიც სურს. ფრანგი ექსპერტის ვარაუდით, მართალია საზოგადოებრივი განწყობა დიდ ბრიტანეთში შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს, ზოგადი ტენდენცია ალბათ იგივე იქნება.

მაგრამ ფურქე ხაზს უსვამს იმასაც, რომ რეალობა რეალობის აღქმისგან განსხვავდება. ასე, მაგალითად, გამოკითხულ გერმანელთა და ფრანგთა უმრავლესობამ აღიარა, რომ იმ შემთხევაში თუ მათ დასახლებულ პუნქტებში მერად მუსლიმანს აირჩევენ ისინი ამის წინააღმდეგ არ იქნებიან. ფურქეს აზრით, ევროპულ საზოგადოებებში საერო ფასეულობების მზარდი გავრცელების ფონზე ევროპაში მცხოვრებ მუსლიმან მოსახლეობასთან ჰარმონიული თანაარსებობა ამჟამად უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG