ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიდი ოცეულის“ შეხვედრა მეხიკოში


„დიდი ოცეულის“ შეხვედრა მეხიკოში
„დიდი ოცეულის“ შეხვედრა მეხიკოში

ევროკავშირმა ევროზონის ქვეყნების ფინანსური დახმარების ფონდი მანამდე უნდა გაზარდოს, სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდში დამატებით რესურსებს სხვა ქვეყნები გადარიცხავენ. ეს განცხადება მსოფლიოს 20 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ქალაქ მეხიკოში გამართული „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე გაააკეთეს.

ორდღიანი სამიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკის მცირედი გაუმჯობესების არსებული ნიშნების მიუხედავად რისკი მაინც მაღალია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, ქრისტინ ლაგარდის თქმით აღნიშნულ საკითხზე აღარავინ კამათობს. ფონდს ევროზონის ქვეყნების სტიმულირებისთვის დამატებით 500 მილიარდი დოლარი ესაჭიროება.

შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი, ტიმოთი გეიტნერი აცხადებს, რომ „დიდი ოცეული“ ევროპაში უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ ფონდის გაზრდა კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არ არის.

XS
SM
MD
LG