ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთს მასტიმულირებელი პაკეტი დაუმტკიცდა


რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ საბერძნეთმა 170-მილიარდიან ტრანშზე საბოლოო თანხმობა მიიღო. ეს ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური სტიმულირების პაკეტის რიგით მეორე ფინანსური დახმარებაა.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის, ჟან-კლოდ ჯანკერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით პირველ 51-მილიარდიან ფულად გადარიცხვას საბერძნეთის მთავრობა ივნისის თვემდე რამდენიმე სეგმენტად მიიღებს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ, მარიო მონტისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის მიესალმება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. ქალბატონი მერკელის თქმით ახლა ევროზონის ბლოკში გაერთიანებულმა თითოეულმა ქვეყანამ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას უნდა მიხედოს.

XS
SM
MD
LG