ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ფინანსთა მინისტრი ევროპელ ლიდერებს ხვდება


ამერიკის ფინანსთა მინისტრი ევროპელ ლიდერებს ხვდება
ამერიკის ფინანსთა მინისტრი ევროპელ ლიდერებს ხვდება

ამერიკის ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გეიტნერი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი ვალის კრიზისიდან გამოსავალს იპოვის. გეიტნერი მიმდინარე კვირას ევროპელ ლიდერებს ხვდება და კოლეგებს გადამწყვეტი მოქმედების გატარებას თხოვს.

დღეს ამერიკის ფინანსთა მინისტრმა პარიზში შეხვედრები გამართა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ფრანსუა ბარუანთან.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები კრიზისის დაძლევის ახალი გეგმით გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე. მათი უახლესი გეგმა ევროზონის მთავრობების ხარჯვით პროგრამებზე გამკაცრებულ კონტროლს გულისხმობს. ამ გეგმას უკვე მოჰყვა დაპირისპირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რომელიც ერთიანი ევროპული ვალუტის მოქმედების არეალში არ იმყოფება.

XS
SM
MD
LG