პარიზში მოქმედმა ევროპის თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ ახალი მოხსენება გამოაქვეყნა სადაც ნათქვამია, რომ ევროზონის 17 სახელმწიფოს ეკონომიკა 2012 წელს შეფერხებით იმუშავებს, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში რეცესია დაიწყება. თუმცა, შესაძლოა ევროზონის ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკის უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდეს. ამავე დროს მოხსნებაში მოწონებულია ევროპელი ლიდრების მიერ გასულ კვირას გადადგმული ნაბიჯი, კერძოდ საბერძნეთის ვალთან დაკავშირებით. თუმცა, იქვე ნათქვამია რომ ამის განხორციელება სწრაფად უნდა მოხდეს.