ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფცია ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს რისკს უქმნის


ევროკავშირის ლიდერები შემდეგ კვირას ბალკანეთის სახელმწიფოების გაერთიანებაში წევრობის გაყინულ აპლიკაციებს განიხილავენ. თუმცა უკანასკნელი კვლევები, რომელიც რეგიონში ფულის გათეთრების მასშტაბებზე საუბრობს, საფრანგეთის, ნიდერლანდების და სხვა ქვეყნების ყოყმანს, გაფართოების თაობაზე სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამყარებს.

ოთხი ქვეყანა: ალბანეთი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო ევროკავშირის კანდიდატები არიან და გამოხატავენ უკმაყოფილებას, პროგრესის არარსებობის გამო. თუმცა ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგეები, უკვე იყენებენ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ნაშრომს, რომლის მიხედვითაც დასავლეთ ბალკანეთში, უძრავი ქონების ბაზარი ნარკოტიკების ტრეფიკინგიდან თუ მიგრანტების კონტრაბანდით მიღებული შემოსავლის გასათეთრებლად გამოიყენება. შედეგად, ქვეყანაში უძრავი ქონების ფასი იზრდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ორგანიზებული ტრანსნაციონალური კრიმინალის წინააღმდეგ გლობალური ინიციატივის“ მიხედვით, უძრავი ქონებისა და მშენებლობის ბიზნესში დასავლეთ ბალკანეთში არაკანონიერი შემოსავლები მოძრაობს. „რეგიონში ბინძური ფულის გათეთრება უწყვეტს ხდის დანაშაულის და კორუფციის ეკოსისტემას“, - ამბობს კრისტინა ამერჰაუსერი, ჟენევაში დაფუძნებული ამ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

კვლევა: "ადამიანების, ნარკოტიკების და ფულის მოძრაობა დასავლეთ ბალკანეთში"
კვლევა: "ადამიანების, ნარკოტიკების და ფულის მოძრაობა დასავლეთ ბალკანეთში"

ავტორები ამბობენ, რომ სავარაუდოდ რეგიონში დაახლოებით 2.2 მილიარდიდან 5.6 მილიარდამდე თეთრდება. როცა ამ ციფრს ადარებ ამ ქვეყნების შემოსავლებს, სურათი უფრო დრამატულია. „მაგალითად 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთში 168 მილიონი ევრო იყო. კოსოვოს პოლიციას კი მხოლოდ 87 მილიონ ევრო აქვს გამოყოფილი“, - ამბობენ ავტორები.

უძრავი ქონება

დანაშაულებრივი ფულის დიდი ნაწილი რეგიონში, უძრავი ქონების ბაზარზე იხარჯება. შედეგად „ფასები ხელოვნურად იზრდება დამნაშავეების მიერ, რომლებიც თავის შემოსავალს აქ ათეთრებენ". მაშინ, როცა უძრავი ქონების ფასმა 2020 წელს რეგიონში პანდემიის ფონზე იკლო, ფასები 2017 წელთან შედარებით ბევრ ადგილზე გაზრდილია. გასულ წელს, ალბანეთის ეკონომიკა 10.2 პროცენტით შემცირდა, თუმცა უძრავი ქონების ბაზარმა 5.5 პროცენტით იმატა.

ჯოსეფ ბორელი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს ხვდება, 21 მაისი, 2021
ჯოსეფ ბორელი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებს ხვდება, 21 მაისი, 2021

პანდემიას და ეკონომიკურ მდგომარეობას საცხოვრებელი სახლების ბაზარზე, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დიდი გავლენა არ ქონია. 2017-2020 წლებში აქ ფასები გაორმაგდა. ეს მატება „ძირითადად განპირობებული იყო ნაღდი ფულით ორგანიზებული დანაშაულით და კორუფციით“, - ამბობს კვლევა.

უძრავი ქონების ინდუსტრია გაიზარდა ასევე სერბეთშიც 2018-2020 წლებში. აქ სამშენებლო ინდუსტრიისთვის პანდემიას და ეკონომიკურ დაღმასვლას, ხელი არ შეუშლია.

წინააღმდეგობა

ჩრდილოეთ მაკედონიაში, რამდენიმე გამოძიება დაიწყო, რომელიც უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურის მასშტაბურ პროექტებს შეეხება. ერთ-ერთი გამოძიება ნიკოლა გრუევსკის უკავშირდება, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და მის ბიზნეს პარტნიორებს.

დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასევე მოჰყვა კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტების კამპანიაც. ჩრდილოეთ მაკედონიური კვლევითი ინსტიტუტის „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი მარკო პანკოვსკი ამბობს, რომ დასავლეთ ბალკანეთში „როცა საქმე დიდ პროექტებს ეხება, იქნება ეს ინფრასტრუქტურის თუ ენერგო კუთხით“, ევროპული სტანდარტების დაცვა გამოწვევის წინაშეა.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები

„მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების მცდელობისა, მმართველი პარტიები არ იძლევიან საშუალებას, რომ ეს პროექტები სრულად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი ინსტიტუტების კონტროლის ქვეშ იყვნენ. მთავარი მიზეზი სტანდარტების ამ უპატივმცემულობისა რთული მისახვედრი არაა - მმართველ პარტიებს შეუძლიათ ისე მოიქცნენ, რომ ფული მათი მოკავშირეების ჯიბეებში აღმოჩნდეს, რაც ფასების გაზრდას იწვევს“, - წერს ის ონლაინ ახალი ამბების სააგენტო „ევროპული დასავლეთ ბალკანეთისთვის“.

ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნებისთვის

საფრანგეთი უკვე დიდი ხანია უპირისპირდება, დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანებას. ფრანგი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოებას, ბრიუსელისთვის ცუდი შედეგები ჰქონდა. მათ ხშირად მაგალითად მოჰყავთ რუმინეთი და ბულგარეთი, სადაც კორუფცია და კანონის უზენაესობის დაცვა, კვლავ პრობლემად რჩება. მათი თქმით, „მოუმზადებელი“ ქვეყნების წევრობა გაერთიანებაში არასწორი ნაბიჯია და რომ ბევრ ამ ქვეყანაში პრობლემად დგას სახელმწიფოს მიტაცება კორუმპირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც კავშირში არიან ორგანიზებულ დანაშაულთან.

ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი
ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი

მომხრეები ევროპაში კი საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირში გააერთიანება დაეხმარება ამ ქვეყნების ანტი-კორუფციულ მცდელობებს.

2019 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვეტო დაადო გაფართოებას, რამაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წინააღმდეგობა გამოიწვია. მან ტვიტერზე მაშინ დაწერა: „მე მინდა მესიჯი გავუგზავნო ჩვენ მაკედონიელ და ალბანელ მეგობრებს: არ დანებდეთ! თქვენ თქვენი ნაწილი უკვე გააკეთეთ, ხოლო ჩვენ არა. თუმცა, არ გამაჩნია ეჭვი იმის შესახებ, რომ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები“, - თქვა მან. მსგავსი განცხადება გააკეთა მაშინდელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლონ იუნკერმაც და შეჩერებულ მოლაპარაკებებს „ისტორიულად დიდი შეცდომა“ უწოდა.

გასულ კვირას, სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეს იანშამ, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას მიიღებს პირველ ივლისს თქვა, რომ მისი გეგმაა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უფრო აგრესიული გაფართოების გეგმაზე დაითანხმოს. მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კანდიდატი ქვეყნები გაერთიანებას გამოადგება ისეთი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა მიგრაცია თუ საგარეო აქტორების, როგორიცაა ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი - „ცუდი ჩარევა“. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ რთული იქნება გაერთიანების წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი

2020 წლის მარტში, ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესს. თუმცა ნოემბერში ეს პროცესი ბულგარეთმა დაბლოკა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ენისა და ისტორიის საკითხებზე უთანხმოების გამო. წევრობის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს ასევე სერბეთმა და მონტენეგრომ, თუმცა პროცესი ნელა მიმდინარეობს.

ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ მინისტრმა, ზორან ზაევმა ევროკავშირს განუცხადა, რომ თუ ეს უკანასკნელი არ იმოქმედებს, შესაძლოა მან დაკარგოს სხვა მოწინააღმდეგე ძალების წინაშე, ადგილზე გეოპოლიტიკური უპირატესობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG