ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთის ციფრული რევოლუცია


თერთმეტი წლის წინ, ესტონეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადა თანამედროვე ტიპის კიბერ-შეტევები ვიხილეთ. კიბერ-თავდამსხმა რუსეთიდან განხორციელდა. ამ შემთხვევამ ესტონეთი სამუდამოდ შეცვალა.

ესტონეთმა თავდასხმის შემდეგ ციფრული რევოლუცია განიცადა. დღეისათვის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მსოფლიოში ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია.

ესტონეთის ციფრული გარდაქმნების ერთ-ერთი ცენტრალური რეფორმა „X-Road-ის" პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა მომსახურებას აერთიანებს, და მთავრობას მოქალაქეებთან აკავშირებს. პლატფორმას იყენებენ წამყვანი კერძო კომპანიებიც.

პლატფორმის გამოყენებით მოქალაქეებს შეუძლიათ ისეთი მომსახურების მიღება როგორიცაა ჯანდაცვა, საბანკო ოპერაციები, გადასახადების გადახდა, სამართალდაცვა, და განათლება. ბოჭკოვანი ქსელი მთელს ქვეყანას აკავშირებს. კანონდებლებს შეუძლიათ ელექტრო-კაბინეტის პროგრამის გამოყენებით, ციფრულად მიიღონ კანონები. ხოლო მოქალაქეებს აქვთ საშუალება ონლაინ ხმის მიცემის მეშვეობით აირჩიონ პოლიტიკოსები და იყვნენ მათთან კავშირზე.

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ერთ-ერთი სარგებელი თანხების დაზოგვაა.

„ჩვენ ყოველ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს ვზოგავთ ხარჯების ნაწილში, მათ შორის ხელფასებზე. ჩვენ ბიუროკრატია შევზღუდეთ. ბიუროკრატია თითქმის აღარ არსებობს. ეს დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემაა, რომელიც 1200 დაცულ და უსაფრთხო სისტემას აკავშირებს ერთმანეთთან“, - ამბობს მარტენ კაევატსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ციფრულ საკითხებში.

ლინარ ვიიკი ელექტრონული მთავრობის სააგენტოს დამფუძნებელია, ის 2007 წელ ესტონეთზე კიბერ თავდასხმის დროს მთავრობის ციფრული მრჩეველი იყო. მისი თქმით, თავდასხმა დიდხანს არ გაგრძელებულა და მისი სამიზნე ძირითადად უცხოურ პარტნიორებთან კრიტიკული კომუნიკაცია იყო.

დღეს ვიიკი სხვადასხვა მთავრობებს ეხმარება ციფრული ტექნოლოგიების მმართველობის დანერგვაში.

„ციფრული ეკოსისტემის განვითარება ძვირი არ ჯდება და ბევრ ფულს ზოგავს, მცირედი ინვესტიციით“. - ამბობს ის.

განვითარებადი ქვეყნები ციფრული ტექნოლოგიების ესტონური მოდელის დანერგვას ცდილობენ, მათ შორის მავრიტანია და რუანდა.

„გასახარია, როდესაც ხედავ, რომ ჩვენს პიონერულ ნაბიჯებს აფრიკაში, რეგიონში სხვა ქვეყნებზეც აქვთ გავლენა“, - ამბობს ვიიკი. მისი თქმით, რუანდა აფრიკაში ციფრული ტექნოლოგიების კუთხით წამყვანი ქვეყანაა. ამ მიმართულებით მუშაობენ ნიგერია, განა, სენეგალი, ასევე სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკა და კენია.

ესტონეთის მაგალითის გადაღებას ცდილობენ ასევე კარიბის ზღვის და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.

ერთ-ერთი ესტონური ინოვაციური პროგრამაა ელექტრო-მაცხოვრებლის (E-Residency) პროგრამა. ამ პროგრამის გამოყენებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ იმ მომსახურებით სარგებლობა, რაც ესტონელებისთვის არის ხელმისაწვდომი, საკუთარი სახლების დატოვების გარეშე.

ამ დრომდე, ესტონეთის ელექტრო-მაცხოვრებლის აპლიკაცია 30,000-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო. მათი უმრავლესობა, ინოვატორები არიან, რომლებიც ესტონეთში ბიზნესის წამოწყებას ცდილობენ. ესტონეთი მათ ევროკავშირის გადასახადებისგან თავისუფალ შიდა ბაზარზე წვდომას აძლევს.

ფრედერიკო პლანტერა იტალიის სამხრეთიდანაა. ის ტალინში ჩამოსვლამდე ესტონეთის ელექტრო-მაცხოვრებელი იყო.

„აქ დაკვეთა 20-25 წლის წინ გაჩნდა. მოსახლეობას საჯარო მომსახურების მიღება სურდა. საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ მთელი საჯარო ადმინისტრაცია დაიშალა. როცა საბჭოელებმა ქვეყანა დატოვეს სახელმწიფოს მოწყობა აუცილებელი გახდა. მათ არეულობა დატოვეს უკან. არაფერი მუშაობდა“, - განაცხადა პლანტერამ ამერიკის ხმასთან საუბრისას.

ესტონეთში, რუსულ დომინაციას ჯერ ისევ გვახსენებს რუსული ავიადამშენების პატრულირება და მოსკოვის წყალქვეშა ნავები ესტონეთის საზღვართან.

2007 წლის კიბერ შეტევამ, რომელიც კრემლთან ახლოს მდებარე ოფისებიდან განხორციელდა ესტონეთის ახალი იდენტობის შექმნაში დიდი როლი ითამაშა. მათ შორის, ტალინის მისწრაფებაში გამოეყენებინა ტექნოლოგია უფრო უსაფრთხო ყოველდღიურობის შესაქმნელად.

დღეს, ესტონელებისთვის სახლიდან გაუსვლელად და ბიუროკრატიის გვერდის ავლით 1500 მომსახურებაა ხელმისაწვდომი. ისინი „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგიით არის დაცული.

„ბლოკჩეინი გაძლევს საშუალებას მაშინვე შეამჩნიო კვალი... ყველა ხაზი გაჩვენებს, თუ საიდან მოდის ის. მისი დარღვევის მცდელობა ტოვებს ნაკვალევს, მათ შორის მაშინაც, თუ ამ კვალის წაშლას ცდილობ“,- ამბობს კაევატსი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG