ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში საპროტესტო აქციები გრძელდება


სტამბოლის გეზის პარკი იმ საერთო პოლიტიკური ვნებათაღელვის ეპიცენტრია, რომელიც მთელს თურქეთში მძვინვარებს

თურქეთში მიმდინარე სახალხო გამოსვლები თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საჯაროდ დაგმო. ანალიტიკოსები ამბობენ რომ, ბოლო გამოსვლები მეტწილად სამოქალაქო ინტერესებზეა დაფუძნებული, სადაც ძირითად ძალას ახალგაზრდები წარმოადგენენ. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბულიდან მოგვითხრობს.

სტამბოლის გეზის პარკი იმ საერთო პოლიტიკური ვნებათაღელვის ეპიცენტრია, რომელიც მთელს თურქეთში მძვინვარებს.

ყველაფერი პარკის განადგურებისგან საფრთხის შედეგად პროტესტის გამოხატვით დაიწყო, რამაც უკვე მთელი ქვეყანა მოიცვა. დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას მზარდ ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ.

საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილე აიშა „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს.

"ამ აქციების გამართვის ბევრი მიზეზი დაგროვდა. პირველი მიზეზი ქუჩაში კოცნის, შემდეგ სასმელის მიღების აკრძალვა იყო. ის ცვლის განათლების სისტემას. არ გეკითხება ნამდვილად გინდა თუ არა რომ შენი შვილი ბედნიერი იყოს. გინდა არ გინდა, ფიქრობ რომ ბავშვი რელიგიურ სკოლაში უნდა გაუშვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც მას სურს. და ამაზე ტაში უნდა დაუკრა. შეცვალე ეს. შენ ვალდებული ხარ ამ ადამიანებსაც მოუსმინო."

მიმომხილველების დაკვირვებით საპროტესტო მოძრაობის ძირითად ძალას და ინიციატორებს თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის და საშუალო ფენის აპოლიტიკური მოსახლეობა წარმოადგენდნენ.

პარკის ცენტრალურ ნაწილში იხშან ელიასიქი პარასკევს შუადღის ლოცვას ატარებს. ის გარშემორტყმულია სატელევიზიო კამერებით, ასი მორწმუნე მცხუნვარე მზის ქვეშ ლოცულობს. ელიასიქი რომელიც, მემარცხენე-ისლამისტური სამოქალაქო უფლებების დაცვის ჯგუფს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ამ საპროტესტო აქციებით ახალი თურქეთის ისტორია იწერება.

იხშან ელიასიქი: პარასკევის ლოცვა გეზის პარკში მათ საღვთო ისლამური დღესასწაულის ღამის შემდეგ დაასრულეს. ის ამბობს , რომ იმ ღამით ერთი ყლუპი ალკოჰოლიც კი არავის დაულევია. თავშეხვეული მანდილოსნები თავისუფლად დადიოდნენ პარკში. ელიასიქი აღნიშნავს, რომ თურქეთში სოციალური დაყოფა ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებობს. ცალკეა მთავრობა და ხალხი ვის წინააღმდეგაც ისინი ძალაუფლებას იყენებენ.

პრემიერ-მინისტრის, ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თურქეთში პირველად არ გამართულა.

ათიოდე წლის წინ, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში პლაკატებით და დროშებით ხელში სეკულარიზმის დასაცავად გამოვიდა. ისინი სეკულარული სახელმწიფოს შემქმნელის მუსტაფა ქემალ ათათურქის გამოსახულებიანი ბანერებით იყვნენ. ასევე იყო მოწოდებები პრო-სეკულარული სამხედრო ძალის მიმართ, რომ ემოქმედათ რათა ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ ხელისუფლებას ათა თურქის მიერ შექმნილი სახელმწიფოს კურსიდან არ გადაეხვია.

თუმცა, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დღეს არსებული საპროტესტო განწყობა განსხვავებულია. ამჯერად არ ყოფილა სამხედროებზე რაიმე სახის ქმედებისკენ მოწოდება და ათა თურქის გამოსახულებიანი ბანერებიც ცოტა იყო.

დოგუს უნივერსიტეტის ანალიტიკოსმა ისტარ გოზეიდინმა თავისი სამეცნიერო ცხოვრების დიდი ნაწილი ისლამსა და სეკულარიზმს შორის ბრძოლას დაუთმო. ის ამბობს, რომ ამჟამინდელი პროტესტის სულისკვეთება განსხვავებულია.

ისტარ გოზეიდინი: ამ ჯგუფების მიერ გამოხატული პროტესტი არ წარმოადგენს ძველი რეჟიმის დროს პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში სამხედრო ძალით მხარდაჭერილი აქციების მსგავსებას. ეს უფრო პიროვნული თავისუფლების გამოხატვის იდეაა, უფრო მათი ცხოვრების წესის დაცვაა. მათ აქვთ საერთო ინტერესი და არა ერთი პიროვნების ინტერესზე მორგებული. თუმცა, მხოლოდ რელიგიური ფაქტორი არ იყო მთავარი ამბოხებული ჯგუფების პროტესტის გამოხატვის მიზანი. ეს არ არის მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა პოლარიზაცია, ან სეკულარიზმის და ისლამისტთა მიმდევრების დაყოფა. ეს არის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების ნიშანი.

კვირას პრემიერ- მინისტრმა ერდოღანმა ქვეყნის სხვადასხვა პროვინციებში იმოგზაურა და მომიტინგეების მისამართით არაერთი განცხადება გააკეთა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი: თურქეთის ხელისუფლება მოთმინებას იჩენს, თუმცა მოთმინებასაც აქვს თავსი ზღვარი. ერდოღანის თქმით, გადატრიალების დრო დასრულდა, რითაც მან წარსულში სამხედრო ინტერვენციის შესახებ მინიშნება გააკეთა.

ანალიტიკოსი გოზეიდენი ამბობს რომ ამჟამინდელი საპროტესტო გამოსვლები თურქეთს ხელისუფლებასა და ხალხს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების შანსს აძლევს.

ისტარ გოზეიდინი: ამ პროცესებს, რომელიც დაიწყო, სხვა რეალობისკენ მივყავართ. განსხვავებულ მოსაზრებებთან, განსხვავებულ მიდგომასთან, განსხვავებული ცხოვრების წესთან, რომელთაც თანაარსებობა შეუძლიათ. თუ ეს მართლაც შესაძლებელი გახდა, ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელი გზა იქნა გავლილი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

ორშაბათს, ანკარაში დემონსტრანტებსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა. ოპოზიციური რესპუბლიკური ხალხის პარტიის ლიდერმა ქემალ კილიჩდაროღლუმ პრემიერ-მინისტრი დაძაბულობის ესკალაციაში და ქვეყანაში ცეცხლის გაღვივებაში დაადანაშაულა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიმდინარე საპროტესტო ტალღა შესუსტების მოლოდინს არ იძლევა.
XS
SM
MD
LG