ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა


ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა
ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა

1977 წლის 16 აგვისტოს როკენროლის მეფე ელვის პრესლი უგონო მდგომარეობაში იპოვეს გრეისლენდის სახლში. ელვის პრესლი მემფისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ექიმებმა მისი გარდაცვალების შესახებ აუწყეს მსოფლიოს. ელვის პრესლი სულ რაღაც 42 წლის იყო. გვამის გაკვეთის შემდეგ პათოლოგანატომებმა სიკვდილის მიზეზად გადაჭარბებული ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება დაასახელეს.

ელვისი ძალზედ მოკრძალებულად იზრდებოდა. მისი ოჯახი ორ ოთახიან პატარა სახლში ცხოვრობდა. პატარაობაში ის ოჯახურ შეკრებებსა და ეკლესიებში მღეროდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი სატვირთო მანქანის ტარებით ირჩენდა თავს. მუსიკალური კარიერა 1954 წელს დაიწყო, ხოლო 1956 ში რადიოტალღებზე გამოსული სიმღერით “heartbreak hotel” ის როკენროლის ვარსკვლავად იქცა. აუდიტორია მოჯადოებული იყო მისი უნიკალური სიმღერისა და პროვოკაციული ცეკვის სტილით. ერთმანეთის მიყოლებით ეთერში ისმოდა მისი ჰიტები „ Don’t be cruel“, „Hound dog”, “Love me tender”, „jailhouse rock“ და სხვ. კარიერის პიკში 1957 წელს ელვის პრესლი ჯარში გაიწვიეს, სადაც 3 წელი იმსახურა. 1969 წელს პრესლი ჩამწერ სტუდიას დაუბრუნდა და თავის რეპერტუარს რომანტიული ბალადები შემატა. საკონცერტო ტურების პარალელურად ის ჰოლივუდის ფილმებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა ამ მხრივ მისი კარიერა დიდად არ გამოირჩეოდა. უდავოა, რომ კომერციული წარმატება ამ ფილმებს მაინც ხვდა წილად.

16 აგვისტოს გრეისლენდში თხუტმეტიდან ოცი ათასამდე თაყვანისმცემელი შიკრიბა. ისინი სანთლებით ხელში დუმილით მიაგებდნენ პატივს როკენროლის მეფეს. გარდაცვალებიდან ოცდამეთოთხმეტე წლისთავზე მას კვლავ გულშემატკივართა არმია ჰყავს. მის მიერ აშენებულ ვილას გრეისლენდში, რომელიც დღეს მუზეუმადაა გადაკეთებული, წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანი სტუმრობს. მომავალ წელს 16 აგვისტოს გრეისლანდში 75 ათასამდე სტუმარს ელოდებიან.

XS
SM
MD
LG