ელვის კოსტელო ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორია. მისის ნამდვილი სახელი კი დეკლან პატრიკ მაკმანუსია. ელვისი ლონდონში 1954 წელს 25 აგვისტოს მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. რამდენიმე წლის წინ ამერიკს ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მუსიკალურობა მას ბავშვობიდან მოსდევს მიუხედავად იმისა რომ ოჯახში ყველა სხვადასხვა ჟანრში მოღვაწეობდა
„ მე მუსიკოსთა დინასტიის მესამე თუ მეოთხე თაობა ვარ. ჩვენ განსხვავებული მუსიკალური ჟანრის მიმდევრები ვართ. ბაბუა სამხედრო იყო, შესაბამისად მარშებს უკრავდა და ის არასდროს გადაუხვევდა ნოტებში დაწერილ ნაწარმოებს, რასაც ვერ ვიტყვი მამაზე, რომელიც არაჩვეულებრივი იმპროვიზატორი იყო , ის ბენდში მღეროდა და საყვირზე უკრავდა. მეც ინსტრუმენტი დაახლოებით 13 წლის ასაკში ავიღე ხელში და კომპოზიციების წერაც დავიწყე . მართალი გითხრათ, არც კი ვიცი საიდან მოვიდა ეს ნიჭი.“
ელვის კოსტელო ადრე დაოჯახდა. ოჯახის რჩენის მიზნით ის ოფისებსა და ბანკებში კლერკად მუშაობდა. პარალელურად წერდა მუსიკას და ჩამწერი სტუდიებისთვის დემოებს აკეთებდა, იმ მიზნით რომ რომელიმე პროდიუსერი დაინტერესდებოდა მისი მუსიკით.
1977 წელს მისი პირველი სინგლი გამოვიდა „ less than zero”, მოგვიანებით კი სრულყოფილი კრებულიც გამოსცა “my aim is true”. ამის შემდეგ ელვის კოსტელოს კარიერამ აღმავლობა დაიწყო და ის ამერიკაშიც მიიწვიეს სამუშაოდ, სადაც ის ჩამწერ სტუდიებში წერდა სიმღერებს და საკონცერტო ტურებით სხვადასხვა შტატში მოგზაურობდა. მოგვიანებით კოლუმბია რეკორდსმა მასთან ხელშეკრულება დადო. 1977 წლის ბოლოს კოსტელომ საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა. ფორტეპიანოზე სტივ ნივი, პიტ ტომასი დასარტყამ ინსტუმენტზე და ბრუს ტომასი ბას გიტარაზე უკრავდა. ამ უკანასკნელთან ელვის კოსტელოს ხშირი დაპირისპირება ჰქონდა და ჯგუფი 1986 წელს დაიშალა, თუმცა იგივე შემადგენლობით ის 1994 წელს კვლავ შეიკრიბა კრებულის “ brutal youth” is ჩასაწერად. 2 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ჯგუფი კვლავ დაიშალა. ამის შემდეგ კოსტელომ სოლო კარიერა წამოიწყო. პარალელურად ის მუსიკასაც წერდა.
მუსიკალური კარიერის დაწყებიდან დღემდე მან 30 სტუდიური ჩანაწერი გააკეთა. ასევე ჩაწერილი აქვს 5 კრებული ცოცხალი შესრულებით. ის თანამშრომლობდა ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან როგორებიც არიან პოლ მაკარტნი, ტონი ბენეტი, დაიანა კროლი, მარიან მაკპორტლანდი. ლუსინდა უილიამსი, კიდ როკი და სხვები. კოსსსტელო აქტიურად მონაწილეობს ჰოლივუდის ფილმებსა და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში. დანიის სამეფო ოპერისთვის კი შექმნილი აქვს ასევე საოპერო ნაწარმოები.