ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი გამოკითხვების შედეგები


პრეზიდენტი ობამა პოპულარობით რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის უსწრებს

ახალი გამოკითხვებით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე პრეზიდენტი ობამა პოპულარობით რესპუბლიკელ კანდიდატს, მიტ რომნის უსწრებს. ჯერ კიდევ რესპუბლიკელთა ეროვნული ყრილობის პერიოდში ორივე კანდიდატს თითქმის თანაბარი რეიტინგები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ობამამ დემოკრატთა ნომინაცია მიიღო, მისი პოპულარობა გაიზარდა.

ამ ფაქტს ოთხი დამოუკიდებელი გამოკითხვა ადასტურებს. ორი მათგანის, „გალოპის“ და „რასმუსენ-რეპორტის“ მიხედვით, ობამას 4-5 პროცენტიანი უპირატესობა აქვს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს მხოლოდ პოპულარობის, ხმის მარტივი უმრავლესობით არ ირჩევენ, არამედ უფრო საარჩევნო კოლეგიის სისტემით, რომელიც თითოეულ შტატს საბოლოო შედეგზე მეტი ზეგავლენის მოხდენის საშუალებას აძლევს.
XS
SM
MD
LG