აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო შემოწირულობებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. უზენაესი სასამართლოს მიერ წლის დასაწყისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ მწვანე შუქი აუნთო კორპორაციებსა და პროფკავშირებს , რათა ტელერეკლამების საშუალებით საარჩევნო თანხები მოიზიდონ. 2 ნოემბრის წარმომადგენელთა პალატის, სენატისა და საგუბერნატორო არჩევნების მოახლოებამდე საარჩვენო კამპანიებზე უკვე 2 დან 3 მილიარდ დოლარამდეა დახარჯული.
საარჩევნო მარათონს, პოლიტიკოსების ტრადიციული გამოსვლებისა და დებატების გარდა თან ახლავს ჩხუბიც, რომელშიც გააფთრებული ამომრჩევლები ერთვებიან. კონგრესის არჩევნების მსვლელობისას კი ტელე რეკლამა მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა.
სენატის ყველაზე დაძაბული საარჩევნო კამპანია ნევადაში მიმდინარეობს, აქ ერთმანეთს სენატის დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჰარი რიდი და რესპუბლიკელი შარონ ენგლი ერკინებიან . საარჩევნო ბანერებზე კი ისინი ერთმანეთის კრიტიკულ სლოგანებს ათავსებენ . ამ რეკლამირების დაფინანსება ხშირად იმ ჯგუფების მიერ ხდება, რომლებიც არ არიან ასოცირებულნი რომელიმე პარტიასთან. მრავალი მათგანი ანონიმურობას არჩევს. მაგრამ თავისი შემოწირულობით ისინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ზოგადად არჩევნებზე.
რესპუბლიკელები თავის მხრივ სარგებლობენ უზენაესი სასამართლოს მიერ დაწესებული ახალი კანონით , რომელიც კორპორაციებსა და პროფკავშირებს რეკლამირების დაფინანსების უფლებას ანიჭებს. რესპუბლიკელთა თანხის მოდინება ამ გადაწყვეტილების ხარჯზე გაიზარდა, რაც პრეზიდენტ ობამას ყურადღების გარეშე არ დარჩენია. ილინოისის შტატში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოგზაურობისას ობამამ ამომრჩევლთა წინაშე აშშ-ის სავაჭრო პალატის მიერ რესპუბლიკელთა მხარდასაჭერად ფინანსების მოზიდვის ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:
- ნუთუ თქვენ მისცემთ საკუთარ შტატში უოლ სტრიტისა და ვაშინგტონის ან უარეს შემთხვევაში უცხოური ინტერესების გატარების უფლებას და მათ მიერ წაყენებულ კანდიდატს დაუჭერთ მხარს?!
სავაჭრო პალატა უარყოფს უცხოური თანხების გამოყენებას, კარლ როვი , როემლიც ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველი იყო პოლიტიკურ საკითხებში და ამჟამად რესპუბლიკელთა საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვას კურირებს, შემდეგს აცხადებს:
- ეს თეთრი სახლის განწირული პოლიტიკური თამაშის მეთოდია, როდესაც ის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის უუნარობის გადაფარვას ცდილობს.
ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ექსპერტი სუზან ტოლჩინი აცხადებს, რომ აშშ-ში არჩევნების დაფინანსება ძვირადღირებული სიამოვნებაა, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დიდ თანხებს დაუკავშირდება.
- საარჩევნო მარათონი გაძვირდა ისე როგორც არასდროს , ხოლო რაც შეეხება სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამას ის უკვე ასტრონომიულ ციფრებს აღწევს.
როგორც ისტორიკოსი ალან რიჩმანი აცხადებს, თანხების მოზიდვაზე შეზღუდვების მოხსნამ წელს რესპუბლიკელებს ძალინ დაეხმარა
- უზენასესი სასამართლოს მიერ მიღებულმა ცვლილებამ , მდიდარ დონორებს საარჩევნო კამპანიებში დიდი თანხების ჩადების საშუალება მისცა , თანაც ისე, რომ მათ ვინაობის გამხელის აუცილებელობა აღარ აქვთ. რესპუბლიკელები ორმაგ მოგებაში რჩებიან , პირველი მათ უდიდესი მხარდაჭერა აქვთ ე.წ ჩაის სმის მოძრაობისგან და მეორე დიდი თანხები.
იმ დროს როდესაც დემოკრატები რესპუბლიკელთა დაფინასებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ , საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით ამომრჩევლები ეკონომიკასა და სამუშაო ადილების ირგვლივ შექმნილ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას.