ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არჩევნების დღე გამოცხადდა


ხმის მიცემა ივნისის ბოლოს შეწყდება, რომლის შემდეგაც 6 ივლისს პარლამენტის პირველი სესია გაიმართება

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ საპარლამენტო არჩევნების დღედ 27 აპრილი გამოაცხადა.

არჩევნები ოთხ ეტაპად ჩატარდება ქვეყანაში, სადაც მუსლიმთა საძმოს პარტიასა და სეკულარულ ოპოზიციას შორის მკვეთრი გასხვავებები შეინიშნება.

ხმის მიცემა ივნისის ბოლოს შეწყდება, რომლის შემდეგაც 6 ივლისს პარლამენტის პირველი სესია გაიმართება.

საპარლამენტო არჩევნები ეგვიპტეში პირველი იქნება მას შემდეგ, რაც ისლამისტებმა ახალი კონსტიტუცია დაამტკიცეს. კრიტიკოსების აზრით, ოპოზიციის გარეშე შექმნილი კონსტიტუცია ადამიანის უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG