ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილება


უცხოური არამომგებიანი ორგანიზაციების თანამშრომლებს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ეგვიპტის სასამართლომ უცხოური არამომგებიანი ორგანიზაციების 43 თანამშრომელი, რომელთაგან 15 ამერიკის მოქალაქეა, ქვეყანაში არეულობის გაღვივების მიზნით, თანხების უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულა.
დღეს სასამართლომ ბრალდებულების უმეტესობას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდებულების უმეტესობას სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა, რადგან მათ ქვეყანა გასულ წელს დატოვეს.
საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს ინფრომაციით, ეგვიპტეში მყოფ არამომგებიანი ორგანზაციის ხუთ თანამშრომელს, რომელთა შორის ერთი ამერიკელია, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთანავე ისინი 143 დოლარის ჯარიმასაც გადაიხდიან.
XS
SM
MD
LG