ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოჰამედ მორსის სასამართლო პროცესი გადაიდო


ცუდი ამინდის გამო მორსის სასამართლოში მიყვანა ვერ მოხერხდა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის სასამართლო პროცესი ოთხშაბათ დილისთვის იყო დანიშნული, თუმცა ცუდი ამინდის გამო მისი სასამართლოში მიყვანა ვერ მოხერხდა და სასამართლო პროცესი გადაიდო.

სასამართლო ქაიროს პოლიციის აკადემიაშია დაგეგმილი. თავად მორსი კი ალექსანდრიაში ჰყავთ დაკავებული. მანძილი ალექსანდრიასა და ქაიროს შორის დაახლოებით 175 კილომეტრია. სქელი ნისლის გამო მორსის შვეულმფრენმა მისი ტრანსპორტირება ვერ შეძლო.

ეს მორსის პროცესის გადადების მეორე შემთხვევაა. ნოემბერში დანიშნული პირველი სასამართლო მოსმენა იმის შემდეგ გადაიდო, რაც მორსიმ განაცხადა, რომ ის ეგვიპტის ლეგიტიმური პრეზიდენტი იყო და სასამართლოს წინაშე წარდგომაზე უარი თქვა.
XS
SM
MD
LG